ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ინტერნეტში გავრცელებულ, ბიძინა ივანიშვილის ტიკტოკ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბიძინა ივანიშვილი არის პირდაპირ შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების. ადამიანი დეფაქტო მმართველია და ყველაფერს წყვეტს. ხალხს არ დალაპარაკებია, ამ უმძიმესი ვითარების დროს ერთი სიტყვა არ უთქვამს თუ რას ფიქრობს არსებულ ვითარებაზე, რა ხედვა აქვს უმძიმესი კრიზისის დროს. ესე მიეგება საზოგადოებას და პირდაპირ უთხრა საზოგადოებას, რომ ფეხებზე მკიდიხართ.
ნორმალურ ვითარებაში ეს არ იქნებოდა ასეთი აღსაქმელი, უბრალოდ გემოვნების საკითხი იქნებოდა ვინ რითი ერთობა. ამ კოტექსტში ეს არის შეურაცხყოფა.— ამბობს გიგა ბოკერია.