ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტზე - გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტზე - გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია

access_time2019-10-29 13:13:40

„ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტზე - გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“-ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც   „კომერსანტს“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.


„დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.


მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის განსავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში - მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.


ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.



პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.


ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს - „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს - სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას - გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ.


მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი“-ნათქვამია განცხადებაში. 


სოფო ქსოვრელი 






Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...


მსგავსი სიახლეები

up