ბიძინა ივანიშვილი: სექტემბრიდან გაცილებით უფრო აქტიურები ვიქნებით

ბიძინა ივანიშვილი: სექტემბრიდან გაცილებით უფრო აქტიურები ვიქნებით

access_time2019-07-17 14:22:11

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების, პარლამენტის თუ საკრებულოების წევრები რეგიონებში ვიზიტებს გააქტიურებენ.


ამის შესახებ მან ბათუმში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


„ჩვენ საუბარი გვქონდა და რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებაც სწორედ ამას ეძღვნებოდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე აქტიურობდა მხოლოდ. ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ და ყველა დრო, არჩევნებიდან არჩევნების შუალედი უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური და მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან.



ჯერ საჯაროდ არ განგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე აქტივი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან, გასულია რეგიონებში, უფრო მეტად მთიან რეგიონებში და სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო აქტიურები ვიქნებით.


მაქსიმალური რაოდენობა ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან თუ საკრებულოებიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას. ჩვენ მათთან გვექნება პოლემიკა ინფრასტრუქტურლი პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გავაცნობთ, ახალ ბიუჯეტს.



განსაკუთრებით რეგიონებში ყველას აშფოთებს წყალი, გზა, კანალიზაცია. ჩვენ მათთან ერთად დავიხვეწებით იმ გამოყოფილი თანხების ეფექტურად გამოყენებაში, როგორ მოახერხოს ეს ხელისუფლებამ და მოვახერხებთ, რომ წლის ბოლომდე თქვენი, ჟურნალისტების საშუალებით, საზოგადოებათან აქტიური კომუნიკაციით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“, - განაცხადა ივანიშვილმა.






„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up