„ბიძინა ივანიშვილი რომ ვიყო, ყველას ავცრიდი და ქვეყანას ოაზისად ვაქცევდი, სადაც ტურისტიც სიამოვნებით შემოვიდოდა“ - ტურიზმის ექსპერტი

„ბიძინა ივანიშვილი რომ ვიყო, ყველას ავცრიდი და ქვეყანას ოაზისად ვაქცევდი, სადაც ტურისტიც სიამოვნებით შემოვიდოდა“ - ტურიზმის ექსპერტი

access_time2021-05-09 12:00:28

ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაციის პროცესში ჩართვით აღნიშნული სექტორი სწრაფად აღდგება.


„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ტურისტული სექტორი. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციით. აქედან გამომდინარე, ჩვენ და ტურიზმის ადმინისტრაცია ვიმუშავებთ სხვადასხვა ტურისტულ ასოციაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების სიები და მოხდეს მათი ნებაყოფლობითი ორგანიზებული ვაქცინაცია.


შედეგად, ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, კოვიდუსაფრთხო რესტორნებად, კოვიდუსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა ჩვენ ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ „პრომოუშენს“. მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის რესტორანი, ესა თუ ის სასტუმრო არის კოვიდუსაფრთხო. ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია. იცით, რომ პრაქტიკულად ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები. ავიაკომპანიები საერთაშორისო ფრენებს აღადგენენ და ახალ მიმართულებებსაც აცხადებენ. ახლა მთავარი კომპონენტი არის უსაფრთხო მასპინძლობა. სწორედ ამ გზით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ამ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსს გავატარებთ პრაქტიკაში“, – განაცხადა მინისტრმა.


როგორ იმუშავებს ეს ინიციატივა და რამდენად იმოქმედებს ტურიზმის აღდგენაზე? აღნიშნულ ინიციატივას "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში ტურიზმის ექსპერტი სიკო გეგიაძე გამოეხმაურა.



"ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. ცუდი ამაში არაფერი არ არის, თუკი იმ ადამიანებს აცრიან, ვისაც ტურისტთან შეხება აქვს. მაგრამ, ეს ხელს არ შეუწყობს საქართველოში ტურიტების შემოდინებას. სხვა რამეა საჭირო, თუნდაც სასაზღვრო რეჟიმის დარეგულრება და ცოტა მეტი აქტიურობა. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ამ ქვეყანაში და დაჩქარებულად, - უკეთესია. ასევე, კარგია თუ ის ადამიანები აიცრებიან, რომელბიც უცხოელებს ქალაქში ხვდებიან, როცა ისინი ფეხით გადაადგილდებიან. ეს არ ცვლის ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მაგრამ კარგი ინიციატივაა,"- აცხადებს ექსპერტი.


როგორც სიკო გეგიაძე აცხადებს, საქართველოში ტურიზმის გაცოცხლება შეუძლებელია.


"იქამდე, სანამ სხვა ქვეყნებში, მაგალითად თურქეთში, ევროპაში შეზღუდული რეჟიმი იქნება და სიტუაცია არ დასტაბილურდება, ტურიზმის აქტივობაზე და გაჯანსაღებაზე ვერ ვისაუბრებთ. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან კარგი ჰაბი ორჯერ აცრილი ტურისტებისთვის. შეგვიძლია შეღავათები გამოვაცხადოთ როგორც უცხოელებისთვის, ასევე, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე ორჯერ აიცრნენ. წელს ამ ნიშის დაკავებაა შესაძლებელი.


რაც შეეხება თვითონ ქვეყანას, მოსახლეობამაც და ხელისუფლებამაც ქვეყანას უნდა მივხედოთ, თუკი ტურიზმის განვითარება გვინდა. არ შეიძლება ტურიზმი განვითარდეს და რუსთაველზე იყოს მიტინგი, არ შეიძლება იყოს ანტივაქსერული ძალა, რომელიც ოპოზიციურ მოძრაობად იქცა. ხალხის შეგნება უნდა გაიზარდოს. როცა ქვეყანა გარედან ასეთი ჩანს, იქ ორჯერ აცრილი ტურისტიც არ შემოვა.


უამრავი ქვეყანაა, სადაც ტურისტს აქვს შესაძლებლობა, წავიდეს და იმოძრაოს. განსაკუთრებით სინგაპური, ფილიპინები - მწვანე ქვეყნებია, სადაც, მიდიხარ და არაფრის შიში არ გაქვს. რატომ უნდა შემოვიდეს საქართველოში ტურისტი? ამ კითხვას ხომ უნდა გავცეთ პასუხი?! არ გვაქვს არგუმენტი თუ რითი ვჯობივართ სხვა ქვეყანას. ეს პოლიტიკური მოვლენები, შეზღუდვების დარღვევები, ანტივაქსერული გამოსვლები - ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ანტირეკლამაა, რომელიც ბუმერანგივით გვიბრუნდება. ამას ემატება მთავრობა, რომელიც ამ ყველაფრის საპასუხოდ ვერაფერს აკეთებს და პირიქით, აყოლილები არიან ამ მოვლენებს. მეორე არის ის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა და ადამიანებს პირბადეს ვერ ვაკეთებინებთ, -განსაკუთრებით, თბილისის გარეთ. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ წელს ქვეყანაში ტურიზმის აყვავება მოსალოდნელი არ არის. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია,"- განმარტავს სიკო გეგიაძე.


მისი თქმით, ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებაც არაფრის მომცემია.


"როგორ შეიძლება განვითარდეს შიდა ტურიზმი, როცა ქვეყნაში კეტავ ყველაფერს: ტრანსპორტს, ქალაქებს, აცხადებ ლოქდაუნებსა და წერტილოვან შეზღუდვებს? როგორ შეიძლება ამ პირობებში შიდა ტურიზმის განვითარება? თუკი კონტაქტს გვიკრძალავენ როგორ გადავადგილდეთ? ძალიან რთული ვითარებაა. მოსახლეობამ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს და როგორღაც უნდა გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შეგვიძლია ჩვენს თავს მოვუაროთ. სულ 3 მილიონ ნახევარი ვართ. მე მაგალითად, ყველას ავცრიდი ბიძინა რომ ვიყო ივანიშვილი. ვიყიდდი უბრალოდ ამდენ ვაქცინას და ყველას გავუკეთებდი. ამის შემდეგ პატარა ოაზისი მექნებოდა მსოფლიოში, სადაც ხალხი შემოვიდოდა და განვითარდებოდა ყველაფერი. არ კეთდება არაფერი! თუ ეს არ კეთდება პირბადე მაინც გავიკეთოთ,"- აცხადებს სიკო გეგიაძე.


geotimes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up