ბიძინა ივანიშვილი - როგორც „პარაგრაფი“ გახდა ჩვენი ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათი,ასეთივე იქნება „პანორამა“ თბილისისთვის“

ბიძინა ივანიშვილი - როგორც „პარაგრაფი“ გახდა ჩვენი ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათი,ასეთივე იქნება „პანორამა“ თბილისისთვის“

access_time2019-11-04 14:22:15

„პანორამა თბილისს“ ყველაზე მეტი არაჯანსაღი და აბსურდული ხმაური მოყვა“ - აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


ბიძინა ივანიშვილი „პანორამა თბილისს“ მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ როგორც „პარაგრაფი“, მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურით გახდა ჩვენი ზღვისპირების სავიზიტო ბარათი, „პანორამა“ ასეთივე განსაკურებული სავიზიტო ბარათი იქნება თბილისისთვის.


„დარწმუნებული ვარ, როგორც „პარაგრაფმა“, მოიპოვა ევროპაში პირველი ადგილი, მსოფლიოში სასტუმროების უდიდეს ქსელ „მერიოტებს“ შორის, „პანორამა“ მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვებს გამორჩეულ ადგილს თავისი ექსკლუზიურე(ო)ბით“ - ამბობს „ქართული ოცნების“ ლიდერი.


მისი თქმით, „პანორამა“ სამ განსხვავებული უპირატესობების მქონე, უნიკალურ სასტუმროს აერთიანებს.


„პირველი - ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მაღალი რანგის და მაღალშემოსავლიან სტუმრებზეა გათვლილი. გახსოვთ ალბათ, ყოფილი ცეკავშირის, წლების განმავლობაში მიტოვებული და დაცარიელებული შენობა, რომელზეც ყველაზე მეტი ხმაური იყო. დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, ძალიან მოკლე დროში ავაშენეთ თანამედროვე და გამორჩეული სასტუმრო.მეორე სასტუმრო - სრულად საქმიან ტურიზმზე იქნება ორიენტირებული. აქ განთავსდება ძალიან დიდი მასშტაბის თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები, რომლის მსგავსიც კი არ არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში.


აქვე გავიხსენებ, რამდენიმე წლის წინ EBRD-ის წლიურ კონფერენციაზე თბილისს 3 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი ეწვია. დარბაზი არ არსებობდა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგეს ე.წ. ერთჯერადი სივრცეები, რომ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება არ ჩაშლილიყო.



„პანორამის“ ამ მეორე სასტუმროთი, ჩვენ ქვეყანას ეს პრობლემა მთლიანად ეხსნება და ახალ შესაძლებლობებს აჩენს - ნებისმიერი მაღალი დონის და მასშტაბის კონფერენციის თუ შეხვედრის მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს ეს სასტუმრო.


ზოგადად, საკონფერენციო სივრცეების აშენება ყველაზე ნაკლებად რენტაბელურია, ყველაზე დაბალია მოგება და ამიტომ, ბიზნესიც, ორდინალურ ვითარებაში, ამაზე აქცენტს არ აკეთებს, ასეთი მასშტაბის სივრცეებს არ აშენებს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ქვეყანას ჭირდება?!„ - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.


მისი თქმით, ჩვენ დღეს პრეტენზია გვაქვს, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა და კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ.


„როგორ უნდა წავიდეთ წინ? სწორედ ასე - შევთავაზოთ მაღალი ხარისხი, ძვირფასი ინფრასტრუქტურა, რომ მოვიზიდოთ მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტები, გავხდეთ საქმიანი ტურიზმის ცენტრი, ჩვენთან ჩატარდეს მაღალი დონის კონფერენციები და დიდი ღონისძიებები - ესაა ჩვენი ინტერესი - ამასაც ემსახურება „პანორამის“ პროექტი. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ სასტუმროშიც განთავსდება უნიკალური აკვარიუმი, რაც ასევე დამატებით ხიბლს შეძენს მას. და „პანორამის“ მესამე სასტუმრო - თაბორის მთაზე, რომელსაც ასევე ხმაური მოჰყვა. მისი ექსკლუზიურობა იქნება გოლფის უნიკალური მოედნები, რაც ასევე მაღალი შემოსავლების სტუმრებზეა გათვლილი” -აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


ამასთან, მისი თქმით, „პანორამის“ სამი, სხვადასხვა ექსკლუზიურობის სასტუმრო, ერმანეთთან საბაგიროებით იქნებ დაკავშირებული - ესეც განსხვავებულ ხიბლს ძენს პროექტს.



„კომერსანტი“




Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მაკრლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...


მსგავსი სიახლეები

up