წყალტუბოს აღორძინებისთვის გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯი - კურორტს გენგეგმა ექნება

წყალტუბოს აღორძინებისთვის გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯი - კურორტს გენგეგმა ექნება

access_time2020-12-15 10:00:31

კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია 90 დღეში ექნება, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „წყალტუბოს აღორძინების“ გეგმას ჩაუყარა საფუძველი, ეს კურორტის ახალ სიცოცხლისთვის გადადგმული ერთადერთი ქმედითი ნაბიჯია. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მცდელობა აქამდეც იყო, თუმცა წარუმატებელი.

 

სანამ უახლეს ამბავს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გასული წლის 29 ოქტომბერს  განაცხადა, რომ ქალაქ წყალტუბოში ყველა სასტუმროს, ბალნეოლოგიური სააბაზანოს და ძველი სანატორიუმების შეძენას აპირებდა - საუბარია 22 სანატორიუმს, სასტუმროს და 9 ბალნეოლოგიურ სააბაზანოზე. თუმცა, მთელი  წლის განმავლობაში კურორტის აღორძიენების შესახებ არაფერი გვსმენია, არც გასხვისებული ობიექტების სია გვინახავს. არადა, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ „პროექტის გარანტორი და დამზღვევი თავად იყო“ - რაც არ გაიყიდებოდა, იმ ობიექტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეიძენდა. მმართველი გუნდის ლიდერის ამ განცხადების მიუხედავად ბიზნესი წყალტუბოთი არ დაინტერესებულა. დაპირება დაპირებად დარჩა და დღესაც შენობების უმეტესობა ისევ სახელმწიფოს კუთვნილებაშია.  სწორედ, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესრულება საქართველოს მთავრობამ დაიწყო. იმისათვის, რომ ქალაქი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი გამხდარიყო, წყალტუბოს კომპლექსური განვითარების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

პირველად ტენდერი წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ შპს „სითი არტ“-მა მიიღო. საკონკურსო კომისიამ პრეტენდენტის პრეზენტაცია მოისმინა, თუმცა ოქმში ვკითხულობთ, რომ „სითი არტ“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები გამოვლინდა.

 

კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ კომპანიის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ ერთიან და შეჯერებული პოზიციები საკვანძო საკითხზე, რის გამოც კომისიის წვერების დასმულ კითხვებზე ზუსტი და ამომწურავი პასუხისები ვერ იქნა გაცემული. საკითხები,რომელიც კომისიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შეეხებოდა წყალტუბოს განვითარების ხედვის გენერალურ გეგმაში ასახვას, კურორტის ეკონომიკური განვითარების მოდელს, სოციალურ ეკონომიკური განვითარების ასპექტებს, სპორტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. შედეგად ელექტრონული კონკურსი შეწყდა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა ეთანხმებოდა თუ არა „სითი არტი“ საკონკურსო კომისიის წევრების გადაწყვეტილებას, თუმცა კომპანიის დირექტორმა გოგი აბუაშვილმა საკითხზე საუბარი არ ისურვა:

 

„საკითხზე საუბრის სურვილი, რომ მქონოდა სხვა გზას მივმართავდი, აქედან გამომდინარე არ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს“ , - განაცხადა გოგი აბუაშვილმა.

 

მედიაჰოლდინგი „სითი არტი“- ის მომზადებულ პროექტს გაგაცნობთ, რომელიც საკონკურსო კომისიამ არ მოიწონა.

 

გოგი აბუაშვილის მიერ წარმოდგენილი ხედვა მოიცავდა რამდენიმე საკვანძო მიმართულებას:

 

1.წყალტუბო -ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სამკურნალო, კულტურულ- შემეცნებითი ტურიზმის მიზიდულობის ცენტრი.




 

2. წყალტუბო - ადგილობრივი აგროკულტურის, ფერმერული საქმიანობის და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მაგალითი ქვეყნის მასშტაბით.

 



3. წყალტუბო - პროფესიული გადამზადების ცენტრი სამხარეო მასშტაბში

 



4. წყალტუბო - დაუბეგრავი სათამაშო ბიზნესის ცენტრი

 



5. წყალტუბო - მუნიციპალური მასშტაბის გასართობი სარეკრეაციო და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი



 




ახალ პროექტს შპს „ბაუ დიზაინი“მოამზადებს, პირველი ტენდერისგან განსხვავებით წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებით სულ 3 კომპანია დაინტერესდა. თუმცა ირკვევა, რომ კონკურსში მონაწილეობა სხვა კომპანიებსაც სურდა. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის ვებ-გვერდზე შპს „დიზაინერული სტუდია ნიკოლო & ვაჟები“-ს კომენტარს შეხვდებით. კომპანიის წარმომადგენელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემსუბუქებას ითხოვს. დამატებით დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ ნიკოლოზ აბაშიძეს დაუკავშირდა. იგი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პუნქტები ძალიან მკაცრია. განსაკუთრებულ ყურადღებას აბაშიძე 10-15 წლიანი გამოცდილებაზე ამახვილებს, რომელიც პრეტენდენტ კომპანიას საერთაშორისო დონის სპა ცენტრების დამგეგმარებლების კუთხით უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ეს პირობები ეჭვს წარმოშობს, რომ ტენდერი კონკრეტულ კომპანიასა და პიროვენებებზეა  მორგებული.

 

„სურვილი მქონდა მიმეღო ტენდერში მონაწილეობა, თუმცა როცა გავეცანი განაცხადი აღარ გავაკეთე. საერთაშორისო სპა ცენტრის ნორმა მითხრას ვინმემ რა არის და მერე დაველაპარაკები. გარდა იმისა, რომ პირობები ერთ კომპანიაზეა მორგებული, ჩემი აზრით დარღვევაა ის, რომ პრაქტიკულად ქართულ კომპანიას რიცხავ კონკურსიდან. ჯგუფის ხელმძღვანელს სულ მცირე 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს საერთაშორისო კურორტების დაგეგმარებასა და ქალაქთმშენებლობაში, არ მგონია, რომ  ვინმეს ეს საერთაშორისო გამოცდილება ჰქონდეს . ამიტომ პროექტში უცხოელები უნდა ჩართო. მოკლე ვადაში უცხოურ კომპანიას ვერ დაუდებ ხელშეკრულებას, ეს არ არის მარტივი, ამიტომ ვთქვით, რომ ტენდერი თავიდანვე ვიღაცაზეა მორგებული“, - განაცხადა ნიკოლოზ აბაშიძემ.

 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ნიკოლოზ აბაშიძეს,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, ოთარ გაბელაშვილი პასუხობს:

 

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ტურიზმის ხელშეწყობა და ამ მიზნით სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარება. ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია ქალაქ წყალტუბოს, როგორც სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროფილის მქონე კურორტის ბაზაზე მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული დაგეგმარების გათვალისწინებით, საერთაშორისო მნიშვნელობის, მაღალი დონის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის შექმნა. წყალტუბოში ფასეულია როგორც კონკრეტული არქიტექტურული ობიექტები და ქალაქის ურბანული სტრუქტურა უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი წყობით, ასევე კურორტის ფიზიკური სივრცე (ჰაერის აუზი, აკვატორიები, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტები), მისი ეკოლოგიური წონასწორობა და სისუფთავე. გარდა ამისა, წყალტუბო მრავალმხრივი ბალნეოლოგიური კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თავისი თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.ამ ყველაფრიდან გამომდინარე წყალტუბო იქცა უნიკალურ დასახლებად, რომლის გეგმარება და განაშენიანება კურორტის სამკურნალო ფუნქციებზე აგებული ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა.ზემო აღნიშნული უნიკალურობით გამორჩეულ  წყალტუბოსა და ბალნეოლოგიური კურორტისთვის მიზანშეწონილია შესაბამისი მაღალი ტიპის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის შემუშავება. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა საკონკურსო დოკუმენტაციაში საპროექტო ჯგუფის და ძირითადი მიმართულებების ხელმძღვანელების მიმართ საკმაოდ მაღალი დონის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მოთხოვნა. აღნიშნული განაპირობა ასევე  წყალტუბოსა და ბალნეოლოგიური კურორტის საფუძველზე საერთაშორისო მნიშვნელობის, მაღალი დონის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის შექმნის ამოცანამ. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების მიზანს წარმოადგენს მოსამზადებელი დოკუმენტის მნიშვნელობის/ გათვალისწინებით, სათანადო გამოცდილების მქონე საპროექტო ჯგუფის შერჩევა და არა კონკურენციის შეზღუდვა“, - წერს ოთარ გაბელაშვილი.

 

სანატორიუმი „იმერეთი“, „თბილისი“, „გეოლოგი“, „რკინიგზელი“, „მედეა“  და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყალტუბოს სხვა სანატორიუმების გასხვისების გეგმა კიდევ პროცესშია. 30 წელის შემდეგაც, წყალტუბოში არსებული შენობები ისევ უფუნქციოდაა დარჩენილი, ვერც რეგიონში დასაქმებული 20 000 ადამიანი ვნახეთ და წელიწადში 800 000 მდე ტურისტის მიღების შესაძლებლობაც არ გაჩენილა. შესაბამისად, საკითხი გახდება თუ არა წყალტუბო ბადენ-ბადენის კონკურენტი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up