ბიძინა ივანიშვილი - ქუთაისში სწავლის მიღებას ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს, რაც  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

ბიძინა ივანიშვილი - ქუთაისში სწავლის მიღებას ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

access_time2019-11-09 17:15:59

ბიძინა ივანიშვილის თქმით ქუთაისის უნივერსიტეტის საპატიო რექტორი მიუნხენის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი იქნება, უნივერსიტეტის სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და ჩვენ მივიღებთ გერმანული სწავლების ფორმას საქართველოში

 

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ განვითარების ტემპები უნდა გავზარდოთ, რომ ვიყოთ ევროპის განვითარებული ქვეყნების  სრულყოფილი და სრულფასოვანი წევრი. ამას განათლების გარეშე ვერ მოვახერხებთ

 

„ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი უცხოელი მოინდომებს  ქუთაისში სწავლის მიღებას“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქზე საუბრისას.



მისი თქმით, უნივერსიტეტის სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და ჩვენ მივიღებთ გერმანული სწავლების ფორმას საქართველოში.


როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ჩვენს უნივერსიტეტებში ეხლაც ჩამოდიან განვითარებადი ქვეყნებიდან და სწავლობენ სტუდენტები, მაგრამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ექნება მაღალი დონე, რაც შესაძლებელს გახდის ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ სტუდენტები.


„ეს იქნება ტიპიურად ევროპული უნივერსიტეტი. პროექტიც და პროექტირებაც, ყველაფერი გვაქვს მიუნხენის უნივერსიტეტთან შესაბამისი. იცით, რომ მისი ყოფილი რექტორი იქნება ამ უნივერსიტეტის საპატიო რექტორიც, ესეც ნიშანდობლივია ძალიან. მიუნხენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა არ არის მხოლოდ ფორმალური. უნივერსიტეტის სწავლების ყველა სტანდარტი დაცული იქნება და ჩვენ მივიღებთ გერმანული სწავლების ფორმას საქართველოში. თუ განათლებას გერმანული შრომისმოყვარეობა და შრომის კულტურაც მოყვება, რა თქმა უნდა, ეს დამატებით ბიძგს მიცემს საქართველოს. ჩვენ განვითარების ტემპები უნდა გავზარდოთ, რომ მოვახერხოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავფუძნდეთ ჩვენს ისტორიულ ადგილზე. მხედველობაში მაქვს ადგილი არა ტერიტორია პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ადგილი, რომ ჩვენ ვიყოთ განვითარებული ევროპის ქვეყნების  სრულფასოვანი წევრი. ამას განათლების გარეშე ვერ მოვახერხებთ. “ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება
access_time2020-10-28 15:25:13
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.   მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს პირველი წარმატება. ჩვენ ბანკებთან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კიდევ...

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?
access_time2020-10-28 15:00:25
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ “საარჩევნო კომპასი საქართველოს” ციფრულ პლატფორმაზე.   საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით,...

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება
access_time2020-10-28 12:20:50
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან.  გთავაზობთ კომპანიის განცხადებას: "დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი...

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-10-28 12:21:07
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.  ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up