ბიძინა ივანიშვილი - "ახალი ხელისუფლება რომ არ მოსულიყო ეკონომიკა საერთოდ აღარ გვექნებოდა"

ბიძინა ივანიშვილი - "ახალი ხელისუფლება რომ არ მოსულიყო ეკონომიკა საერთოდ აღარ გვექნებოდა"

access_time2016-09-19 12:40:18

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აფასებს "ქართული ოცნების" მმართველობის 4 წელს და აცხადებს, რომ "ახალი ხელისუფლება რომ არ მოსულიყო და ახალ მეთოდებზე, თავისუფალ საბაზრო სისტემაზე არ გადაგვეწყო და ეს ყველაფერი არ გაგვეხორციელებინა, დღეს ეკონომიკა საერთოდ აღარ გვექნებოდა".

"ეკონომიკა რეალური პრობლემაა დღესაც. ყველაზე დიდ პრობლემად ისახებოდა მაშინაც და ისახება დღესაც. "ნაცების" დროს სააკაშვილი წყვეტდა სად რა უნდა აეშენებინათ, საპროცესო შეთანხმებების დიდი ნაწილი ივსებოდა ბიუჯეტის, იმ ტიპით მართული თავისუფალი ბიზნესი რეალურად არ არსებობდა. ყველაფრის გაკონტროლებას ახერხებდნენ და აღრმავებდნენ ამ პროცესს.

რომ წარმოვიდგინოთ მოდელი, იმ პრინციპებით მართული ეკონომიკა რომ დარჩენილიყო 2013 წლის შემდეგ და დღესაც, გარწმუნებთ, დღემდე ვერ მოვიდოდით. 2013-2014 წლებში უკვე ვეღარ გასცემდნენ ხელფასებს და პენსიებს. იმ მეთოდმა ბოლომდე ამოწურა საკუთარი თავი და რომ არ მოსულიყო ახალი ხელისუფლება და ახალ მეთოდებზე, თავისუფალ საბაზრო სისტემაზე არ გადაგვეწყო და ეს ყველაფერი არ გაგვეხორციელებინა, დღეს ეკონომიკა საერთოდ აღარ გვექნებოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილმა, პოლიციისა და პროკურატურის მუშაობაც შეაფასა. 

 


„დავიწყებ პროკურატურით პოლიციითა და სამართალდამცავი სტრუქტურებით. პოლიცია იყო "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი იარაღი და კარგად გვახსოვს, არჩევნების დროს როგორ ძალადობდა პოლიცია. გავიხსენოთ ისიც, რომ პროკუტრატურაში საპორცესო შეთანხებები რა დოზით იყო, თითქმის მთელი მოსახლეობა გაფილტრეს და ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამით ივსებოდა. სასამართლო გადაქცეული იყო ნოტარიუსად პროკურატურისთვის. რეალურად მოქალაქე იყო ძალიან დაუცველი. მოკლედ აღვწერდი როგორი იყო, სანამ ჩვენ მოვიდოდით. ახლა ვნახოთ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული და გაკეთებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და შესატყვისად, პრესტიჟული ორგანიზაციები აკეთებენ ასეთ რეიტინგებს. თავისუფლების ინდექსი, იგულისხმება ორგანიზაციული დანაშაულისაგან თავისუფლება ქვეყანაში, საქართველო შედიოდა ყველაზე მაფიოზურ ქვეყენებში 2012 წლამდე და დღეს საქართველო იჭერს მსოფლიოში მე-17 ადგილს ამ მხრივ და ევროპაში, ევროპულ ქვეყენებში, ევროსაბჭოს 27 ქვეყანაში მე-9 ადგილზე ვართ. საქართველოში აღარ არის ორგანიზებული დანაშაული. ორგანიზებული დანაშაული იგულისხმება, ძირითადად როდესაც მთავრობა ერთვება და მაფიოზული სახელმწიფო ამ დროს მოიხსენიება. რა იყო და რა გახდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



მისივე თქმით, 2012 წლამდე საქართველოს ყველზე მაფიოზური ქვეყნების რიგში 75-ე ადგილზე იყო.


„ოპონენტები სულ ამას ამბობდნენ და ამბობდნენ, დასაწყისიდან გახსოვთ, რომ ჩამოიშალა პოლიცია, კრიმინალი გამძაფრდა, სახლში ვეღარ ვიცხოვრებთ, მანქანებს იტაცებენ, თვითონ დაამტვრიეს რამდენიმე მანქანა, გააკეთეს ამის მსგავსი პროვოკაცია, რაზეც თვითონ წამოეგნენ. შედეგად მივიღეთ, რომ პოლიცია დღეს არის აბსოლუტურად ხალხის სამსახურში, ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს, ერთეული შემთხვევა მსოფლიოში ყველგან არის, მასზე კეთდება ადეკვატური რეაქცია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 



„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up