ბიძინა ივანიშვილი: ნუ მივაწერთ, რომ გიორგი ქადაგიძე წავიდა და ლარი ამიტომ გამყარდა

ბიძინა ივანიშვილი: ნუ მივაწერთ, რომ გიორგი ქადაგიძე წავიდა და ლარი ამიტომ გამყარდა

person access_time2016-06-14 12:31:27

რაც შეეხება ლარს, არც მთლად ადეკვატურად იქცეოდა ქადაგიძე, თუმცა, ზოგადად დევალვაცია არ იყო განპირობებული ეროვნული ბანკის ქმედებებით.  ამის შესახებ შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს ტექნოპარკის შენობაში ხვდება.  


„გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. ამ ფონზე ლარმა საუკეთესოდ აჩვენა საკუთარი თავი, თუმცა გარკვეული კითხვები თავის დროზე რჩებოდა ქადაგიძესთან. რომ გარკვეულ ვიწრო სეგმენტებში უფრო ეფექტურად ემოქმედა, მაგრამ ზოგადად დევალვაცია განპირობებული იყო ზოგადი რეგიონული პრობლემებით და დოლარის ქმედებით. ისევე როგორც გამყარება ლარის, ამასაც ნუ მივაწერთ, რომ რადგან ქადაგიძე წავიდა ლარი ამიტომ მყარდება,“ – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. მისი თქმით, მკვეთრი არც გამყარება და არც გაუფასურება არ არის სასურველი. 


„ზედმეტი ოპტიმიზმი მუდმივ გამყარებასთან ნუ გვექნება. ახლოს მივედით იმ ნიშნულთან, დღევანდელ ეკონომიკას რაც შეეფერება. საერთოდ ლარი კარგად იქცევა, რადგან შედარებითია ყველაფერი.


 

ზედმეტი ოპტიმიზმი არ მინდა რომ შევუქმნა ბიზნესმენებს. ეს გამოიწვევს კიდევ გადაყიდვას ზედმეტს დოლარის, რამაც შეიძლება ისევ უკუქმედება გამოიწვიოს.


რაც უფრო ნაკლებ ემოციურად ვიქნებით ამ პროცესთან, უფრო კარგი და სტაბილური იქნება ლარი,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


აღსანიშნავია, რომ მედიასთან წინა მსგავსი შეხვედრებისგან განსხვავებით, დღევანდელი შეხვედრა პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა.



„არავინ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:00:35
„მყარ ნებას იმისას, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს აუბამს და ბოლომდე მიიყვანს, ეჭვის ქვეშ დგას. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up