ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ლაგუნა ვერეს“ აქციონერებისგან დარჩენილ აქციებს გამოისყიდის.
კომპანია „იუნიონი“ სპორტული კომპლექსის მინორიტარ აქციონერებს თითო აქციაში 3.62 ლარს გადაუხდის.
გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 12 იანვარი, 18:00 სთ.
აღსანიშნავია, რომ „იუნიონი“ ,,ლაგუნა ვერეს“ 99.97%-ს ფლობს. დაჩენილი 0.03% მინორიტარების ხელშია. „ლაგუნა ვერე“ უკვე წლებია დაკეტილია, ის რეაბილიტაციას საჭიროებს.