ბიძინა ივანიშვილი კოალიციურ მთავრობაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ჩვენ ალბათ, ყველასთან ვითანამშრომლებთ

ბიძინა ივანიშვილი კოალიციურ მთავრობაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ჩვენ ალბათ, ყველასთან ვითანამშრომლებთ

access_time2019-07-17 13:37:55

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, „პროპორციული არჩევნები თავის თავში დიდი ალბათობით გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა“.


რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შესაძლო შექმნის შესახებ კითხვას, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.


„რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან თავის თავში უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა იმისა, რომ ერთმა პარტიამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ გადალახოს 50% ბარიერი იქნება რთული, თუმცა ეს შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებელი ჩემი გადმოსახედიდან. ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე, პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მან კარგად განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ გადადის 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე, ნაცვლად 2024 წლისა.


„მზაობა იგრძნობა განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. მათ აქვთ სურვილი ჩართულობის, მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაინაწილოს და გაიზიაროს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს. თუ არა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ჩვენ ალბათ, ყველასთან ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


IPN






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up