ბიძინა ივანიშვილი - გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს

ბიძინა ივანიშვილი - გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს

access_time2021-01-12 10:45:26

„გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი – გაეკეთებინა ის, რის გაკეთებაც მის გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დარჩენილიყო მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.

მისი თქმით,  შეიძლება პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მოუწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის,  შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი ამოძრავებდა.

 

“ყურადღება და კონცენტრაცია ბიზნესის წარმატების აუცილებელი პირობაა. პოლიტიკაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა. თუმცა, თუ ბიზნესს მაინც ვაკლებდი ყურადღებას, პოლიტიკაზე სრულად ვიყავი კონცენტრირებული, მთლიანად ვიყავი მასზე ფოკუსირებული და შედეგმაც არ დააყოვნა - უკლებლივ  ყველა მიმართულებით პოზიტიური და პრაქტიკულად, შეუქცევადი, შედეგები გვაქვს, რაც ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იყო, პოლიტიკიდან საბოლოოდ  დისტანცირების თაობაზე ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების.


 

შეიძლება პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩემი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, როგორც თავად საინტერესო ტერმინი ახსენეთ, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მომიწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის, ჩემი შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი მამოძრავებდა...            

პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი – გამეკეთებინა ის, რის გაკეთებაც ჩემს გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დავრჩენილიყავი მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.

მართალია, ორი წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნება დამჭირდა, როცა გუნდის ერთიანობას და იდეას საფრთხე შეექმნა, მაგრამ დღეს, როცა უკვე პოლიტიკიდან ჩემი წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება, გაცილებით მშვიდად ვარ, რადგან გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკის  ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის
access_time2021-01-21 10:45:33
პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ელექტრომობილი ჰიუნდაი კონას  შესაძენად ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს.   ჰიუნდაის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების პარალელურად, რაც მოიცავს: •             ფასდაკლება 10 000 ლარის ოდენობით •             საჩუქრად...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
access_time2021-01-21 10:55:22
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს.   „ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა...

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე
access_time2021-01-21 10:00:29
„მოლოდინი გვაქვს, რომ მინისტრი შეგვხვდება, გვინდა ჩვენი მხრიდან დავანახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა დამოუკიდებლად ცდილობდა პრობლემების მოგვარებას და დანახარჯების შემცირებას, პრობლემის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...


მსგავსი სიახლეები

up