საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოცემა Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა და 497- ე ადგილი დაიკავა. მისი ქონება $5.92 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი 2 ივნისს Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა.
ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის მონაცემებიც ნიუ-იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს ახლდება.
ივანიშვილი ასევე იძებნება „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში, რომელშიც ის $4.8 მილიარდით 589-ე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2020 წლის იანვარში განაცხადა, რომ ის თავისი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, ქონების უდიდეს ნაწილს კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. მიუხედავად ივანიშვილის ამ განცხადებისა, Bloomberg-ი და Forbes-ი ივანიშვილის ქონებას ისევ რამდენიმე მილიარდით აფასებენ.