„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

access_time2019-11-18 20:00:53

„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ გვჭირდება დაძაბულობის და ძალადობის შეჩერება, ყველა ერთ მაგიდასთან უნდა შეიკრიბოს და კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს.“ - ასე აფასებს ფადი ასლი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ პროტესტს მოსახლეობისგან.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის  წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით გაათავისუფლეს.


სამართალდმცავებმა ტერიტორიიდან აქციის რამდენიმე მონაწილეც გაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ასევე, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.



„ხალხს აქვს უფლება გამოვიდეს ქუჩაში, გააპროტესტოს, შენობის პიკეტირება მოახდინოს - ეს ყველაფერი კანონიერია, მაგრამ ხალხს არ აქვს უფლება ადმინისტრაციის საქმიანობას ხელი შეუშალოს, მისი პარალიზება მოახდინოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დემონსტრანტებმა პარლამენტის საქმიანობას შეუშალეს ხელი, ეს კანონის ფარგლებს გასცდა. მთავრობას აქვს უფლება პარლამენტი გახსნას. ყველაფერს ვადევნებდი თვალს და პოლიციის ქმედება, რომ არასაზიანო იარაღი გამოეყენებინათ ნორმის ფარგლებში მომეჩვენა. მთავრობა მართალია თუ მტყუანი, ეს დესტაბილიზაციას ქმნის, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.  პირობის დარღვევა მისთვის პირველი შემთხვევა არ არის, ის პირველი გამომწვევია ყველა დესტაბილიზაციის და ასევე ის არის ერთადერთი ვინც ამ პრობლემას მოაგვარებს. მან ეს ძალიან კარგად იცის.“ - აღნიშნა ფადი ასლიმ.

 

ბიზნესწრეებში მიიჩნევენ, რომ დესტაბილიზაცია და მერყევი პოლიტიკური სიტუაცია, ასევე 2020 წლის მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ არასახარბიელო პოლიტიკურ ფონს ქმნის , არამედ უარყოფითად აისახება ბიზნესგარემოსა და ინვესტიციებზე. ბიზნესმენ ფადი ასლის თქმით, არსებული მდგომარეობა დიალოგის გზით შეიძლება დარეგულირდეს, მანამდე კი საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნეს გარემოს მძიმე წელი ელოდება.

 

„მე ვთქვი, რომ ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე წელი იქნება იმიტომ, რომ დესტაბილიზაციის რამდენიმე ტალღამ მოიცვა ქვეყანა.  2020 წლის ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად არ აქვს ბიზნესს მომავლის დანახვის საშუალება,  ხალხმა არ იცის რა მოხდება არჩევნებზე და მის შემდეგ.  ბიზნესები არ რისკავენ ბიზნესების გაფართოებას. რაც შეეხება უცხოელ ინვესტორებს, არავის არ გაუჩნდება სურვილი საქართველოსკენ გამოიხედოს მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ასეთი არამეგობრიულია უცხოელი ინვესტორების მიმართ. ამ მდგომარეობას პოლიტიკური არასტაბილურობა დაემატა და შეგვძლია კარგა ხნით დავივიწყოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მე დიალოგის მჯერა, მჯერა, რომ ყველა მხარემ უნდა სცადოს ქვეყნის გადარჩენა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და ძალაუფლებას ვინ აიღებს, ახლა საქართველო საფრთხეშია.“ - აღნიშნავს ფადი ასლი „კომერსანტთან“ საუბრისას.


მარიამ მორგოშია


თეგები:
ფადი ასლი



„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up