ბიძინა ივანიშვილი დოლარიზაციაზე: უფრო ძლიერი ეკონომიკა გვჭირდება და საკუთარ ვალუტაზე მეტი აქცენტის გაკეთება

ბიძინა ივანიშვილი დოლარიზაციაზე: უფრო ძლიერი ეკონომიკა გვჭირდება და საკუთარ ვალუტაზე მეტი აქცენტის გაკეთება

person access_time2016-06-15 09:50:51

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში მაღალი დოლარიზაციაა და ამ მაჩვენებლის დასაწევად პირველ რიგში ეკონომიკის გაძლიერებაა საჭირო. ამის შესახებ ექსპრემიერმა „ტექნოპარკში“ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

რაც შეეხება ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ყველა ძირითადი ინვესტიცია დოლარში ხორციელდება, ივანიშვილი აცხადებს, რომ ბანკების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ გასაგებია, რადგანაც ისინი თავს იზღვევენ.


„ცოტა უფრო ძლიერი ეკონომიკა გვჭირდება და საკუთარ ვალუტაზე მეტი აქცენტის გაკეთება. ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს და ლარიც ძლიერი უნდა იყოს. საერთო ჯამში, სუსტი ეკონომიკის პირობებში ლარი ძალიან კარგად იქცევა და მოიქცა იმ დევალვაციის პირობებში.


ასეთი ეკონომიკის პირობებში ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიო. ბანკები იზღვევენ თავს,  ამიტომ დოლარი ურჩევნიათ, მოსახლეობამ ეს არ იცის და ამიტომ ვერ აცნობიერებს. ეს შეიძლება სახელმწიფომ რაღაც კანონით და ბერკეტებით  დაარეგულიროს, ამას ექნება თავის პლუსი, მეტად დაიცავს საზოგადეობას. ექნება თავისი მინუსიც, ლარის მცურავ კურსზე ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა ამას ხელს შეუშლის. ახლო მომავალში პირველ რიგში ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ და გავაძლიეროთ ლარის მნიშვნელობა“,- აცხადებს ბიძნა ივანიშვილი.


დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელზე კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ეროვნული ბანკი დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს.


საქართველოში დღესდღეობით საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს შევამციროთ, რათა მომავალში იმ შემთხვევაში თუ უარყოფითი შოკები იქნა, ისეთი მტკივნეული არ იყოს ამის გადატანა მოსახლოებისთვის, როგორიც გასულ წელს იყო. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი ლარის სესხები ქვეყანაში”, - განაცხადა გვენეტაძემ.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.

 

 



ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up