ბიძინა ივანიშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები გელათის, მოწამეთას, კაცხის სვეტის, პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, ოკაცეს კანიონის მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება

ბიძინა ივანიშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები გელათის, მოწამეთას, კაცხის სვეტის, პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, ოკაცეს კანიონის მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება

access_time2019-10-29 13:55:49

„წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი“ - ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.


როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.


„მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.


წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.



საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.
წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას“ - ნათქვამია განცხადებაში.


„კომერსანტი“

თეგები:
წყალტუბო



სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს
access_time2020-09-30 13:30:28
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა...


მსგავსი სიახლეები

up