ბიძინა ივანიშვილი CREDIT SUISSE-ის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს - შვეიცარიული მედია

ბიძინა ივანიშვილი CREDIT SUISSE-ის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს - შვეიცარიული მედია

access_time2019-09-10 15:00:19

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს - ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი შვეიცარიული გამოცემები ავრცელებენ.


როგორც BLICK-ი ქართველი მილიარდერის მხრიდან ბანკის ადვოკატებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით იტყობინება, ოლიგარქისა და ყოფილი პოლიტიკოსის უფლებების დამცველები თითქმის 53 მილიონი ფრანკის ანაზღაურებას მკაცრად ითხოვენ.


შეგახსენებთ, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონი უმსხვილესი კლიენტი ბიძინა ივანიშვილი იყო. სასამართლო მტკიცებულებების მიხედვით, ლესკადრონი ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერას სისტემატიურად აყალბებდა, რითიც უკანონო ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებდა. ლესკადრონმა აღიარა, რომ გაყალბებული ხელმოწერით 2008 წლიდან ახორციელებდა ფინანსურ ოპერაციებს.


ბიძინა ივანიშვილმა საქმეზე ერთადერთი კომენტარი 2016 წლის 14 ივნისს გააკეთა, მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ თუ ყველაფერზე ისაუბრებდა მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.


მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს, - 2016 წელს თქვა ივანიშვილმა.


ახლა კი, შვეიცარიული გამოცემები წერენ, რომ წერილი, რომელიც აგვისტოთი თარიღდება, ივანიშვილის ადვოკატებმა ვალდერ ვისის საადვოკატო ბიუროს გაუგზავნეს, რომელიც შვეიცარიული ბანკის უფლებებს იცავს.



მიმოწერაში ნათქვამია, რომ 53 მილიონი ფრანკის ოდენობის თანხა ბანკში 2009– 2015 შევიდა.


თავის მხრივ, შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტი აცხადებს, რომ ის ამ საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულია. ჟენევის სასამართლომ დაადასტურა, რომ VIP - კლიენტების ყოფილმა მრჩეველმა შინაგანაწესი და შვეიცარიის კანონი დაარღვია. მან ბანკის კონტროლის სისტემის გასაყალბებლად სისხლის სამართლის ქმედებები ჩაიდინა. ის თაღლითურ საქმიანობას სხვა თანამშრომლებისგან ფარულად ახროციელებდა.


Credit Suisse-სს’’ აქვს ნულოვანი ტოლერანტული მიდგომა თანამშრომელთა არასწორი ქმედებების მიმართ”, - განუცხადა Blick-ის ჟურნალისტს ბანკის პრეს-სპიკერმა ანნა ზექსტონმა.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ 53 მილიონის მოთხოვნაზე კი, ზექსტონმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნია.



როგორც ბანკის მიერ სავარაუდოდ მიღებული შემოსავლის ოდენობა, ასევე ამ კონტექსტში მოთხოვნილი თანხა უსაფუძვლოა’’.



აღსანიშნავია ისიც, რომ შვეიცარიული გამოცემა Finews-ის ცნობით, ბანკის ყოფილმა კლიენტებმა პრინციპით «name and shame» ინტერნეტში კამპანია დაიწყეს. კერძოდ ინტერნეტში «CS Victims» (Credit Suisse-ის მსხვერპლნი ) სახელით გვერდი გახსნეს, ასევე მათი პროტესტისა და შეშფოთების შესახებ განცხადებები გამოქვეყნდა Financial Times-შიც.



BMG






2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
access_time2019-09-19 16:15:58
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური...


მსგავსი სიახლეები

up