ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით, დაახლოებით 100 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ მუდამ კველევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს თუ ადევნებთ თვალს, თუმცა ორი- სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს ორი მანდატი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
IPN