ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ანადგურებს ადამიანებს, თუ მას გულში აქვს ჩადებული

ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ანადგურებს ადამიანებს, თუ მას გულში აქვს ჩადებული

access_time2019-02-21 22:30:25

ფინანსისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება არ დასცალდება, რადგან თუ ბიძინა ივანიშვილმა ვინმეს განადგურება გადაწყვიტა, ამას აუცილებლად განახორციელებს.
ერთი რამ ცხადია, რომ ეს მოხდა იძულებით. ნებაყოფლობით მამუკა ხაზარაძეს არ დაუთმია თიბისი ბანკი, რადგან სხვა თანაბარ პირობებში არ აპირებდა ბანკიდან წასვლას. სიტუაცია ძალიან რთული შესაფასებელია, როდესაც სამზარეულოს არ იცნობ. რთულია შეფასება, ხაზარაძე რამდენად მებრძოლია. შეიძლება, მან აქციონერებთან მოლაპარაკების შედეგად აწონ-დაწონა სიტუაცია და მას შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხაზარაძეს აიძულეს ასე მოქცევა, რაც არ არის კარგი მოვლენა. მე არ მაქვს იმედი, რომ მას ანაკლიის პორტის აშენებას, ან სხვა რამეს დააცლიან. მთავრობაზე ტყუილად ვაპელირებთ, აქ ბიძინა ივანიშვილია მთავარი, ის კი ბოლომდე ანადგურებს ხოლმე ადამიანს, თუ მას გულში აქვს ჩადებული, - აცხადებს ცომაია.


მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილს თიბისი ბანკის დასაკუთრება სურს, შესაძლოა, ეტაპობრივად განხორციელდეს, რაც მენეჯმენტის შეცვლას გამოიწვევს და ამის შემდეგ ინვესტორების ინტერესიც დაიკარგება.


შეიძლება ვცდები, მაგრამ ხაზარაძის ტაქტიკა მთლად სწორი არ უნდა იყოს, არამგონია ანაკლიის პორტისთვის ეს მსხვერპლი კმაროდეს.



თვითონ თიბისის რაც შეეხება, აქ ჩნდება ეჭვიც. ეს ერთ-ერთი ვერსიაა, რომ შესაძლოა, ბიძინას წარმომადგენელი ვიხილოთ სამეთვალყურეო საბჭოში ჯერ წევრად, შემდეგ თავმჯდომარედ, მერე აღმოჩნდეს, რომ მენეჯმენტი იცვლება და ეს თუ მოხდა, აქციონერებმაც დაკარგონ ინტერესი და ნელ-ნელა ბანკი დეგრადირდეს, რეპუტაცია დაიკარგოს, - განმარტა მან.


შეგახსენებთ, რომ სს თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა. სებ-ის ინფორმაციით, თიბისი ბანკი რეგულატორის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, რაც 2007-2008 წლების ტრანზაქციების ფარგლებში, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს უკავშირდება, გადაიხდის. ჯარიმა ერთ მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს, თუმცა ეროვნულ ბანკის წინააღმდეგ, ბანკისგან დამოუკიდებლად დავას აგრძელებენ.


bm.ge




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up