Bloomberg-ს ბიძინა ივანიშვილი , შვეიცარული ბანკის  პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა

Bloomberg-ს ბიძინა ივანიშვილი , შვეიცარული ბანკის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა

access_time2019-11-20 23:34:23

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა.


Bloomberg-ი წერს, რომ 2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პირად ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკირმა ივანიშვილს 144 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა და დოკუმენტების გაყალბების შედეგად, უკანონოდ 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას დაეუფლა. მედიასაშუალების ცნობით, იმ დროისათვის ბიძინა ივანიშვილს შვეიცარულ ბანკში დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარის ქონება ჰქონდა შენახული.

„მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი ბანკირის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით პირველად ინფორმაცია 2016 წელს გაავრცელა.

საფრანგეთის მოქალაქე პატრიკ ლესკოდრონმა აღიარა, რომ ივანისშვილისგან ფარულად დებდა ფულს რისკის მქონე ანგარიშებზე, რასაც თავდაპირველად, წარმატებით ახორციელებდა, თუმცა მოგვიანებით ივანიშვილს 100 მილიონი აშშ დოლარი დააკარგვინა“, - წერს გამოცემა.


ივანიშვილმა Bloomberg-თან საუბრისას აღნიშნა, რომ არ სჯერა, თითქოს მისი პირადი ბანკირი ბანკისგან სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდა.

„რამდენიმე წლის წინ ჩემთან 3 ადამიანი მოდიოდა და ანგარიშის ყალბი ბალანსი მოჰქონდათ. შეუძლებელია, ეს ერთ ადამიანს გაეკეთებინა“, -აცხადებს ივანიშვილი.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და შედეგად, Credit Suisse სასამართლომ დაზარალებულად სცნო. სასამართლო პროცესის დროს Credit Suisse-ის ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რაც ივანიშვილს არ სჯერა. მისი თქმით შეუძლებელია ეს პროცესი ბანკის უშუალო ხელმძღვანელების უშუალო ჩართულობის გარეშე მომხდარიყო.

„როდესაც Credit Suisse-ში მოვედი, მეგონა, რომ ჩემი ქონება უსაფრთხოდ იქნებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რეპუტაციის ბანკში მსგავსი რამ მოხდებოდა. იმაზე მეტი ფული მაქვს, ვიდრე მჭირდება, ეს ჩემთვის პრინციპის საქმეა“-აცხადებს ივანიშვილი.

IPN





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up