ბიძინა ივანიშვილი: არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი

ბიძინა ივანიშვილი: არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი

access_time2018-08-21 19:00:20


 

 საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტია ,,ქართული ოცნების თავმჯდომარე აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა და კურორტზე არსებული მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა. სასტუმრო ,,აბასთუმანის ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი აბასთუმნელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა.

 

,,შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია - არა, ეს - არა, ის - არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები... ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არვიცი, – აცხადებს გენადი ენდელაძე.

 

ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ყოფნისას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესამოწმებლად კურორტზე ვიცე-პრემიერიც ჩავიდა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აბასთუმანში მე-19 - მე-20 საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამინისტროს მიერ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მაია ცქიტიშვილი კურორტის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:

 

„აბასთუმნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული. ისტორიული ხის სახლების, საგანმანათლებლო-სამეცნიეროდა ტურისტული მნიშვნელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სრული რეაბილიტაციის გარდა, სამინისტრო ახორციელებს საგზაო პროექტებს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას“.

მმართველი პარტიის ლიდერი სასტუმრო ,,აბასთუმანი რეზიდენსში ისვენებს. ადგილობრივ მცხოვრებთა განმარტებით, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორია მოინახულა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალების შესახებ არაფერს ამბობს მერის წარმომადგენელი აბასთუმანში. გიორგი გედევანიძე ყურადღებას ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ვიზიტზე ამახვილებს და რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დაგეგმილი სამუშაოები პროექტის მიხედვით ხორციელდება:

 

,,რაც შეეხება ბატონ ბიძინას, მასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი ორგანიზაცია ახორციელებს – ,,აზეტა 11“ და ,,ერისიმედი“.

 

აბასთუმნის გარდა, ბიძინა ივანიშვილი ახალციხეშიც იმყოფებოდა. ციხის დირექტორის დავით ტაბატაძის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოჯახსა და პარლამენტის წევრ გივი ჭიჭინაძესთან ერთად ახალციხის ციხე დაათვალიერა.

 

,,ციხე და მუზეუმი დაათვალიერა. ციტადელზე აღარ ასულა, დროის სიმცირის გამო. გიდი მოემსახურა და დაახლოებით ერთ საათს გაჩერდა“,– ამბობს დავით ტაბატაძე.


სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.




 

რადიო თავისუფლება




ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...


მსგავსი სიახლეები

up