ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს მაღალი დონის სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს

ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს მაღალი დონის სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს

access_time2016-09-26 12:37:15

პარტია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის მოსახლეობას სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს. როგორც ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, მათი თანხმობის შემთხვევაში, მიღებული მოგება ინფასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება.

 


"მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა ტელევიზიით ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი. თუ ჩვენი ძმების კეთილი ნება იქნება, ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს და უფრო მასშტაბურიც შეიძლება გამყოფ ხაზს იქით აშენებულიყო. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება, თანხმობის შემთხევაში, მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთბის აღდგენაში და გარკვეული ნაბიჯი, საფუძველი ჩაყროდა იმას, რომ ჩვენ მოვახერხოთ და აღვადგინოთ ნდობა, დავიბრუნოთ ის ნდობა, რაც საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა" - განაცხადა ივანიშვილმა.

 


ექსპრემიერის ინფორმაციითვე,  "დღეს ანაკლიაში, უფრო კონკრეტულად განმუხურში გაიხსნება მშენებლობა საკმაოდ უნიკალური თავის ხასიათით, იქ აშენდება თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი კლასის, ამ გამყოფ ზოლთან მიჯრილზე, ყველაზე ახლოს და სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ქართუ დააფინანსებს".


ივანიშვილი ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის იდეა მისი იყო რადგან ანაკლია უნიკალური კლიმატით, გარმოჩეულია საქართველოში. 


" უკანა ზოლი არ არის კარგად გამწვანებული და ძირითადად ბუჩქოვანი მცენარეებით არის დაფარული, გადავწყვიტე ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა. გარდა იმისა რომ რეკრეაციული ზონა იქნება, იქ კოლხური ჯიშის ძალიან ბევრ მცენარეს გადავარჩენთ რაც გადაშენების პირასაა. ამავდროულად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანთ კლიმატს რაც შეესატყვისება უნიკალურ მცენარეებს" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...


მსგავსი სიახლეები

up