ბიძინა ივანიშვილი პანორამა-ს საბაგიროს სვეტს თავისი რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენებს

ბიძინა ივანიშვილი პანორამა-ს საბაგიროს სვეტს თავისი რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენებს

access_time2018-07-26 13:00:29

თბილისი ჰამქარი-ს თავმჯდომარემ ცირა ელისაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, რომ პროექტ პანორამასთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საბაგიროს სათავე სწორედ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან  მდებარეობს. 


როგორც ელისაშვილმა კომერსანტი-ს განუცხადა, თავის დროზე პროექტში ლოკაცია მითითებული არ იყო. 


იმ პერიოდში, როცა გაკეთდა პანორამა-ს პროექტი, მაშინ საბაგიროს სათავის ლოკაცია მითითებული არ იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულით დავინტერესდით და მაშინ გვიპასუხეს, რომ ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელსაც საერთოდ არ სჭირდებოდა საყრდენი. ფაქტი სახეზეა, თურმე სჭირდება და კეთდება კიდეც,   განმარტავს ელისაშვილი. 


ცირა ელისაშვილი დამატებით აქვეყნებს ოფიციალურ დოკუმენტსაც, რომლის თანახმადაც პანორამას საბაგიროს სვეტი ნამდვილად ფოტოზე მითითებულ ადგილას დგება. რაც შეეხება მეორე საწყისს, იგი ლეონიძის 3 ნომერში მოეწყობა. კერძოდ, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაში. 



ცნობილია, რომ პროექტი პანორამა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში გათვალისწინებული არ არის და კონკრეტული ტერიტორია დოკუმენტში აღწერილია, როგორც ლანდშაფტური ზონა. თბილისი ჰამქარი-ს თავმჯდომარე აღნიშულს ასე აფასებს:


გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე თავის დროზე გახლდათ პანორამა-ს საპროექტო ჯგუფის წევრის, ეს ერთი. მეორე გეგეგმაში ეს ადგილი ნამდვილად მითითებულია როგორც ლანდშაფტური ზონა, რაც სწორია, თუმცა მეორეს მხრივ ფაქტია, რომ იქ შენდება პანორამა და მას არავინ არ დაანგრევს,— აღნიშნავს ელისაშილი. 



სალომე ლემონჯავა




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up