„ბიბისი“ - ხუთი ქვეყანა, რომელიც ეკონომიკას პირველი აღადგენს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება

„ბიბისი“ - ხუთი ქვეყანა, რომელიც ეკონომიკას პირველი აღადგენს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება

access_time2020-04-13 19:30:31

ავსტრია ევროპაში პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომლის მთავრობამაც ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა. ჯერ გაურკვეველია, ვინ მიბაძავს ავსტრიის მაგალითს. თუმცა ცხადია, რომ ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება იოლი არ იქნება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.


„ბიბისი“ სტატიაში ხუთი ქვეყანის შესახებ საუბრობს, რომლებიც ეკონომიკას პირველი აღადგენენ.


სტატიის თანახმად, ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ, როგორი იქნება მსოფლიო, როდესაც კორონავირუსის ეპიდემიის გაკონტროლება შესაძლებელი გახდება და რომელი ქვეყნები შეძლებენ ეკონომიკურ რეცესიის სწრაფად დაძლევას.


სტატიაში აღნიშნულია, რომ „კოვიდ- 19“-ის პანდემიამ მსოფლიო კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახადა. სახელმწიფოები ინფექციასთან გამკლავების მცდელობისას, სერიოზულ ზომებს იღებენ. მათ შორის არის ფინანსური ჩარევა, რათა ბაზრების სტაბილიზება მოხერხდეს.


სადაზღვევო კომპანია „ეფემგლობალის“ მიერ შედგენილი „2019 წლის ეკონომიკური უსაფრთხოების ინდექსის“ მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ნორვეგია; დანია; შვეიცარია; გერმანია; ფინეთი; შვედეთი; ლუქსემბურგი; ავსტრია; აშშ-ის ცენტრალური შტატები; დიდი ბრიტანეთი.


„აღნიშნული ინდექსის ავტორებმა, 130 ქვეყნის ბიზნეს კლიმატის მდგრადობა და ეკონომიკის აღდგენის უნარი შეისწავლეს. რეიტინგი შედგენილია ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა პოლიტიკური სტაბილურობა, კორპორაციული მართვა, რისკების წარმოშობის პირობები, სავაჭრო ჯაჭვის ლოგისტიკური მექანიზმები და ბიზნეს გარემოს გამჭვირვალობა“, – აღნიშნულია სტატიაში.


„ბიბისიმ“ ამა თუ იმ ქვეყნის რეიტინგი იმ ზომებს შეუსაბამა, რომლებიც სახელმწიფოებმა პანდემიაზე საპასუხოდ გაატარეს.


„შესაბამისად გამოვყავით სახელმწიფოები, რომლებიც კრიზისის პერიოდში, დიდი ალბათობით, ყველაზე უკეთ შეინარჩუნებენ ეკონომიკის სტაბილურობას და მდგრადობას“, – ნათქვამია სტატიაში.


დანია


დანია „2019 წლის ეკონომიკური უსაფრთხოების“ ინდექსში მეორე ადგილზეა. დანია მომარაგების სისტემის კონტროლის მექანიზმებითა და მმართველ ორგანოებში კორუფციის დაბალი დონით არის გამორჩეული.


„ბიბისი“ წერს, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისის დასაწყისშივე, დანიის მთავრობამ სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა. ხელისუფლებამ შემოიღო სოციალური დისტანცირება, 11 მარტიდან დახურა სკოლები და მეორეხარისხოვანი კერძო საწარმოები, 14 მარტს კი, დანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც დანიაში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო გამოვლენილი. ასეთმა ზომებმა უკვე გამოიღო შედეგი და ეს დადასტურებულია.



„შარშანდელთან შედარებით ჩვეულებრივი გრიპით ავადობის მაჩვენებელი 70 პროცენტით არის შემცირებული. ეს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის კარგ ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს“, – აცხადებს „ბიბისისთან“ ინტერვიუში ტურისტული სააგენტო „ფისაფ ტურის“ მმართველი პარტნიორი რასმუს კრისტიანსენი.


„თავდაპირველად ამ ნაბიჯების მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა როდესაც დავინახე, რომ სხვა ქვეყნებშიც იგივე ზომები მიიღებს, ახლა მგონია, რომ დანიის მთავრობა სწორად მოიქცა“, – ამბობს კრისტიანსენი.


ამას გარდა, დანიელები, როგორც წესი, ენდობიან მთავრობას და საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან. ამიტომ, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების ეფექტიანობის ხარისხი გაიზარდა.


„დანიური მედიაში ახლა პოპულარულია სიტყვა „samfundssind” (თარგმანში ეს ნიშნავს „სამოქალაქო ვალდებულება“) და ბევრი დანიელი საზოგადოების წინაშე მორალურ ვალდებულებას გრძნობს, რომ მთელი საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მსხვერპლია საჭირო“, – ამბობს კრისტიანსენი.


„დანიაში არავის სურს, რომ ისინი დაადანაშაულონ ისეთ ნაბიჯებში, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის უფროსი თაობის სიცოცხლეს“ – აცხადებს კრისტიანსენი.


სტატიის თანახმად, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დანიაში ყველაფერი იოლად წარიმართა. ტურიზმის შემოსავლებმა მკვეთრად იკლო. მართალია, კრისტიანსენი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას (რაც დასაქმებულთა ხელფასების ნაწილობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს), თუმცა ის ამბობს, რომ ამ დახმარების გაცემის და მიღების წესები ჯერ ბოლომდე არ არის შემუშავებული, რის გამოც ბევრი ადამიანი უსამსახუროდ დარჩა.


მიუხედავად ამისა, დანიის მთავრობის მიერ მიღებული ზომები მსოფლიოში სამაგალითოდ მიიჩნევა, მათ შორისაა იმ დასაქმებულების ხელფასების 90 პროცენტის კომპენსაცია, რომლებიც ანაზღაურებას საათობრივად იღებენ და მოჭრილი ხელფასის მქონე მუშაკების ანაზღაურების 75 პროცენტის გადახდა.


თუმცა დანიის მიერ მიღებული მოდელი იაფი არ არის და ის ქვეყანას მთლიანი შიდა პროდუქტის 13 პროცენტი უჯდება.



გარდა ამისა, დანიელები ხვდებიან, რომ კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს ეხება. ამრიგად, მათი ეკონომიკის მდგრადობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება შექმნილ მდგომარეობას დანარჩენი სამყარო და როგორ იქნება უზრუნველყოფილი თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი.დანიაში ზოგიერთი შეზღუდვის მოხნას 15 აპრილიდან აპირებენ, თუმცა ეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.


„დანიაში კარგად არის განვითარებული ფარმაცევტული სექტორი, რაც შესაძლოა, უპირატესობად იქცეს. თუმცა მე არ ვიქნები ამაყი, თუ დანია სხვა სახელმწიფოების უბედურებაზე შემოსავალს მიიღებს“ – აცხადებს კრისტიანსენი.


სინგაპური


„ბიბისის“ ცნობით, 2019 წლის ეკონომიკური უსაფრთხოების ინდექსში სინგაპური 21-ე ადგილზეა. ექსპერტები მიუთითებენ სინგაპურის ძლიერ ეკონომიკაზე, დაბალ პოლიტიკურ რისკებზე, საუკეთესო ინფრასტრუქტურაზე და კორუფციის დაბალ დონეზე.ამ ქვეყანამ ასევე სწრაფად მიიღო შემზღუდავი ზომები, რის გამოც „კოვიდ-19“-ის გავრცელების აპლიტუდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალია.

„ჩვენ ვენდობით მთავრობას და ხელისუფლების ნაბიჯები გამჭვირვალეა. როგორც წესი, ჩვენ შეზღუდვებს ვიცავთ“, – აცხადებს მონაცემების ანალიტიკოსი კონსტანს ტანი.


თუმცა, სინგაპურში არიან ისეთებიც, ვინც თვითიზოლაციის წესებს არღვევს. მათ პასპორტებს ართმევენ და მუშაობის უფლებებს უზღუდავენ.


„საერთო ჯამში ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. საზოგადოებაში ამბოხის საშიშროებას ვერ ვხედავთ. არც იმის საფრთხე არსებობს, რომ მოქალაქეები ქუჩაში დაიხოცებიან და ეკონომიკის დესტაბილიზება მოხდება“, – აცხადებს ანალიტიკოსი.


„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ სინგაპური პატარა სახელმწიფოა და მისი კრიზისიდან გამოსვლა ასევე დამოკიდებული იქნება მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებაზე.„მჯერა, ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ ჩვენ გავძლიერდებით და, რა თქმა უნდა, დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, რაც სინგაპურელებს ახალ პერსპექტივებს გაუჩენს“, – აცხადებს სინგაპურელი ჯასტინ ფონგი.


ბევრი კომპანია სინგაპურში მალევე მოერგო დისტანციური მუშაობის წესებს და პირობებს. მთავრობამ დანერგა მობილური ტელეფონების აპლიკაცია „თრეის თუგეზერ“, რომელიც ვირუსით ინფიცირებულთა გადაადგილების კონტროლს ემსახურება. ამ აპლიკაციას უამრავი სინგაპურელი იყენებს.


აშშ


„2019 წლის ეკონომიკური უსაფრთხოების ინდექსში“ აშშ-ს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. რეიტინგში ქვეყანა სამ ნაწილად – დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებად არის წარმოდგენილი. სამივე რეგიონს ინდექსში მოწინავე პოზიციები უჭირავს.ვირუსის გავრცელების მხრივ ვითარება აშშ-ში განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მეგაპოლისებში, მაგალითად, ნიუ იორკში. უმუშევრობის დონე რეკორდულ ნიშნულზეა, რაც იმის გამო მოხდა, რომ ბევრ შტატში თითქმის ყველაფერი დახურულია.


თუმცა, „ბიბისის“ წერს, რომ აშშ-მა სწრაფად მიიღო ეკონომიკის სტიმულირების ზომები. მათ შორის 2 ტრილიონ დოლარიანა ანტიკრიზისული პაკეტი. ქვეყანაში მოქმედებს სოციალური დისტანცირება, რამაც გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო. საერთო ჯამში ამ ზომებმა უნდა შეუწყოს ხელი პანდემიის შედეგების სწრაფად აღმოფხვრას და ეკონომიკის აღდგენას.


„გოლდმან საქსის“ და „მორგან სტენლის“ ექსპერტების პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკას ჯერ მკვეთრი ვარდნა და შემდეგ, წლის მეორე ნახევარში, სწრაფი აღდგენა ელოდება.


ოპტიმისტურად არიან განწყობილი „მაქქინზის“ ექსპერტებიც, თუმცა მათი პროგნოზი შედარებით თავშეკავებულია.


„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის ეკონომიკის მდგომაროება, ყველა სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოს შიდა პროდუქტის მეოთხედს წარმოადგენს. ასე რომ, გლობალური ეკონომიკის აღდგენა დიდწილად აშშ-ზეა დამოკიდებული.


„ზოგადად რომ ვისაუბროთ, აშშ-ის ეკონომიკა, ყველა სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთეს პირობებშია და უფრო მეტი ბერკეტი აქვს კრიზისის დასაძლევად. ქვეყნის მოსახლეობა უფრო ახალგაზრდა და მობილურია. შრომის ბაზარზე შეზღუდვები, როგორც წესი, უფრო ნაკლებია, რაც სამუშაო ძალის სწორად გადანაწილებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ნოტრდამის კერძო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ერიკ სიმსი.


„მოკლევადიან პერიოდში, აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას და ინგლისის ბანკს მანევრირებისთვის უფრო დიდი სივრცე აქვთ, ვიდრე სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს, მაგალითად ევროპის ცენტრლურ ბანკსა და იაპონიის ბანკს“- აცხადებს სიმსი.


აშშ-ის ცხოვრების ნორმალურ რიტმთან უფრო სწრაფად დაბრუნების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოვიდა ინიციატივით, ზომები სხვადასხვა დროს მოიხსნას და ის რაიონები, რომლებიც პანდემიის დროს ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ ეკონომიკური აქტივობას უფრო სწრაფად დაუბრუნდნენ.


„ჩემი აზრით, ეს ზომები ეკონომიკის სწრაფად აღდგენის წინაპირობას ქმნის“ – აცხადებს აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი პიტერ ერლი.„ჩვენ გვჭირდება ფულის, სერვისების, მომსახურების, შრომითი რეზერვებისა და იდეების უფრო თავისუფალი მოძრაობა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში“, – ამბობს ერლი.


ასევე, „ბიბისის“ აღნიშნავს, რომ ბევრმა ექსპერტმა, კრიზისის დროს აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის არარსებობა მკაცრად გააკრიტიკა და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუ ქვეყანას სურს, რომ მომავალში პანდემიებისგან დაცული იყოს.


„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ კრიზისის შემდეგ მთელი მსოფლიო გაძლიერდება. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გაკვეთილებს ვისწავლით და რას გავითვალისწინებთ“, – აცხადებს რატგერის შრომითი ურთიერთობებისა და მართვის სკოლის წარმომადგენელი, ეკონომისტი და ისტორიკოსი მაიკლ მერილი.


„ჩვენ მოგვიწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ ფორმებში ინვესტიციების დაბანდება და სოციალური დაცვის უფრო მდგრადი მოდელის შექმნა. ეს უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს იმ საზოგადოებაში დაბრუნება, რომელშიც რამდენიმე თვის წინ ვცხოვრობდით“ – აცხადებს მერილი.


რუანდა

კორპორატიულ მართვაში პროგრესული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, რუანდა „ეკონომიკური უსაფრთხოების ინდექსში“ გასულ წლებში დაწინაურდა. აფრიკულ ქვეყნებს შორის რუანდა მეოთხე ადგილს იკავებს.


„ბიბისის“ სტატიის თანახმად, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ რუანდას პანდემიასთან ბრძოლი გამოცდილება აქვს. რუანდას მთავრობამ 2019 წელს ებოლას გავრცელება აიცილა თავიდან. ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამ დაავადების ეპიდაფეთქება იყო.


ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა, სასაზღვრო პუნქტებზე მოქალაქეების ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, დრონების გამოყენება მედიკამენტების გადასატანად – ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ რუანდა მზადაა, კრიზისის დროს სტაბილურობა შეინარჩუნოს.


„ბევრი სტუდენტი, ისეთ როგორც მე ვარ, რუანდაში დარჩა, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რუანდას მთავრობა სიტუაციას იმაზე უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე ამას ჩვენს მშობლიურ ქვეყნებში გააკეთებენ“, – განაცხადა აფრიკელმა სტუდენტმა გარნეტ აჩიენგმა.


საჰარის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს შორის რუანდა პირველი აფრიკული სახელმწიფო იყო, რომელმაც სრული კარანტინი შემოიღო. ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვები სახლებში მიაქვთ.


მიუხედავად იმისა, რომ რუანდას ტურისტული სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, მოქალაქეებს იმედი აქვთ, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს სწრაფად დაუბრუნდება.


ახალი ზელანდია


„2019 წლის ეკონომიკური უსაფრთხოების“ ინდექსში ახალი ზელანდია მე-12 ადგილზეა. ქვეყანას განსაკუთრებით აქებენ კორპორაციული მართვის და მომარაგების ჯაჭვის სტაბილურობის გამო.„ბიბისი“ განმარტავს, რომ ამ ქვეყნის მთავრობამ ასევე სწრაფად მიიღო საგანგებო ზომები. 19 მარტს უცხოელებისთვის საზღვრები დახურეს. 25 მარტიდან კი, მეორეხარისხოვანი საწარმოების მუშაობა შეჩერდა.


„ჩვენ კუნძულოვანი სახელმწიფო ვართ და საზღვრების კონტროლი უკეთ შეგვიძლია“, – აცხადებს ოკლენდის მცხოვრები, ეკონომისტი შამიბულ იკუბი.


მკაცრმა ზომებმა ახალ ზელანდიაში შედეგი უკვე გამოიღო. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, თუ მოქალაქეების წესების დაცვას შეძლებენ, ახალი ზელანდია ეპიდემიის აღმოფხვრას უახლოეს რამდენიმე კვირაში შეძლებს და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.


თუმცა, ექსპორტი და ტურიზმი ახალი ზელანდიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ამ მხრივ სირთულეები კვლავ მოსალოდნელია.„ვიდრე იზოლირებული ვართ, ჩვენ მოსამზადებლად გვექნება დრო“ – აცხადებს ქალაქ ოტაგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი რონ ბული.


„ჩვენ ისედაც შეშფოთებული ვიყავით არაორგანიზებული ტურიზმის გარემოზე ზემოქმედების გამო. ამიტომ გვექნება დრო, ვიფიქროთ, რა უფრო მნიშვნელოვანია – ტურიზმის შემოსავალი, თუ ჩვენი ბუნება“, – ამბობს რონ ბული.


სტატიის თანახმად, საერთო ჯამში ახალ ზელანდიას ეკონომიკის სწრაფად აღდგენის საუკეთესო შანსი აქვს, რადგან სახელმწიფოს ვალი მცირეა, არსებობს ფულის მასის გაზრდისა და საპროცენტო განაკვეთების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების შესაძლებლობაც.


„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ახალ ზელანდიაში მოქალაქეების მხრიდან მთავრობის ნდობა მაღალია. ეს საუკეთესო საფუძველია ეკონომიკის განახლებისთვის“, – – აცხადებს ახალი ზელანდიის მოქალაქე შამიბულ იკუბი.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up