„ბიბისი“ - სევეროდვინსკთან აფეთქებისას დაშავებულები, რომლებიც რადიაციული გამოსხივების წყაროს წარმოადგენდნენ, საავადმყოფოში ისე მიიყვანეს, რომ ექიმები არ გაუფრთხილებიათ

„ბიბისი“ - სევეროდვინსკთან აფეთქებისას დაშავებულები, რომლებიც რადიაციული გამოსხივების წყაროს წარმოადგენდნენ, საავადმყოფოში ისე მიიყვანეს, რომ ექიმები არ გაუფრთხილებიათ

access_time2019-08-23 20:15:35

სევეროდვინსკთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე, 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ადამიანი არხანგელსკის საოლქო კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ სამედიცინო პერსონალი არ გააფრთხილეს, რომ მათი პაციენტები რადიაციული გამოსხივების წყაროს წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ანონიმურად არხანგელსკის საავადმყოფოს თანაშრომლებმა განუცხადეს.


მათივე ცნობით, სულ დასხივებულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა დაახლოებით 90 ადამიანს, მათ შორის ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და სხვა პაციენტებს, რომლებიც პოლიგონზე დაშავებულების საავადმყოფოში მიყვანისას მიმღებ განყოფილებაში იმყოფებოდნენ. ამას გარდა მაშველებს, სანიტარული ვერტმფრენის ეკიპაჟებს და სასწრაფო დახმარების ავტომობილების ბრიგადებს, რომლებმაც დაშავებულები პოლიგონიდან საავადმყოფოში მიიყვანეს.


აღნიშნული პაციენტები 9 აგვისტოს მოსკოვში გადაიყვანეს.



„ექიმები გამოკლევის და ანალიზების აღების ეტაპზევე მიხვდნენ, თუ რასთან ჰქონდათ საქმე. მათ თავად მოუწიათ დამცავი საშუალებების მოძიება და კუსტარულად შექმნა. დასხივებული პაციენტები საოპერაციო ბლოკიდან პალატებში არ გადაუყვანიათ, რომ სხვა ოთახების დასხივება არ მომხდარიყო. შემდეგ პოლიგონიდან მიყვანილმა სამხედროებმა ჩაატარეს საავადმყოფოს დეზაქტივაცია.


საავადმყოფოს პერსონალს გამოკვლევა ჩაუტარეს. 21 ადამიანი გამოკვლევისთვის მოსკოვში გადაიყვანეს“, - წერს „ბიბისი“.





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up