„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

access_time2019-07-20 12:00:47


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე დაყოფილია და ორივე ძალიან არაპოპულარული – ასე იწყებს „ბიბისი“ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც ბრექსიტის წარუმატებლობის მიზეზებია განხილული.

„ბიბისის“ ანალიტიკოსმა ინტერვიუები ჩაწერა იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბრექსიტის მოლაპარაკებებში.

ბრექსიტის წარუმატებლობის მიზეზების განხილვამდე, მოკლედ გთავაზობთ:

 

რა არის ბრექსიტი?

ბრექსიტი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესია, რომელიც 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დაიწყო.

რეფერენდუმის კითხვა იყო, უნდა დარჩენილიყო თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ – 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროგაერთიანებიდან გასვლას. რეფერენდუმის ინიციატივა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს ეკუთვნის. ის ევროპულ გაერთიანებაში დარჩენის მომხრე იყო, ამიტომ ამ რეფერენდუმის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

კემერონის შემდეგ ბრექსიტის პროცესს ახალი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ხელმძღვანელობდა, რომელმაც დააანონსა, რომ პროცესი 2019 წლის 29 მარტს დასრულდებოდა, თუმცა ევროკავშირიდან გასვლაზე მის გეგმას ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ არ დაუჭირა მხარი და შესაბამისად, ბრექსიტისპროცესი ვერ დასრულდა.

​ტერეზა მეიმ თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ რეფერენდუმის დროს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მიერ დაფიქსირებული არჩევანი, ევროკავშირიდან გასულიყვნენ, ვერ შეასრულა.

პოსტის დაკავების შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში, ტერეზა მეი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის, ე.წ. ბრექსიტის პროცესის წარმატებით წარმართვას ცდილობდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

width=792

 

10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისის“ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბრექსიტს ხელს უშლის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის წარუმატებელი ნაბიჯები, მხარეებს შორის გაუგებრობები და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომები.

1.  დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის ზუსტი გეგმა არ ჰქონია

„მოხარული ვიქნებოდი, მეთქვა, რომ ბრექსიტის გეგმა, ევროკავშირიდან გასვლის ინსტრუქციები ოფისში მაგიდაზე მედო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ასეთი გეგმა არ არსებობდა“, – განაცხადა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ლორდ ჯორჯ ბრიჯესმა, რომელიც 2016-2017 წლებში სპეციალურად შექმნილ ბრექსიტისდეპარტამენტში მუშაობდა.

როგორც ბრიჯესი ამბობს, ბრექსიტის დეპარტამენტში მუშაობის დროს, ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირის დატოვების გეგმა სადღაც სხვა ადგილას განიხილებოდა და არა მთავრობის შტაბბინაში.

„ასეთი განცდა მქონდა, რომ სადღაც სხვა დაუნინგ სტრიტის N10-ში საიდუმლო ჯგუფი ისხდა და განიხილავდა დიდ გეგმას, როგორ უნდა გვეწარმოებინა მოლაპარაკებები და რა უნდა ყოფილიყო ჩვენი საერთო დიდი მიზანი. აქვე უნდა მჯდარიყო  პრემიერ-მინისტრი, როგორც ფილმ „ჯეიმს ბონდის“ ერთ-ერთი პერსონაჟი, კალთაში თეთრი კატით და დიდი გეგმებით. მოხარული ვიქნებოდი, მეთქვა, რომ ასეთი ოთახი და მსგავსი შეხვედრა მართლა იყო, თუმცა რეალურად, არ არსებობდა“.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიჯესი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ფიქრობდა, რომ ბრექსიტიდან გასვლის გეგმა არ არსებობდა. როგორც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, ისინიც ელოდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი კონკრეტულ შეთავაზებებს წარადგენდა, თუმცა ეს ვერ მიიღეს.

ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი ამბობს, რომ შოკში იყო, რასაც ბრიტანელი პოლიტიკოსებისგან ისმენდა და ხედავდა.

„ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, მათ არანაირი გეგმა არ აქვთ. ვიმეორებდი… მათ გეგმა არ აქვთ… პანიკაში არ ჩავარდე…“, – განაცხადა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ტიმერმანსმა.

„ბიბისის“ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეალურად, დიდი ბრიტანეთის მთავრობას ბრექსიტისრეფერენდუმის ჩატარების დროს ევროკავშირიდან გასვლის გეგმა არ ჰქონდა.

width=800

 

2. ევროკავშირს თავის გადარჩენის გეგმა ჰქონდა

როგორც „ბიბისისთან“ ინტერვიუში საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, თავის კოლეგა ევროკავშირის ლიდერებს უთხრა, რომ დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის ფასი აუცილებლად უნდა გადაეხადა.


მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერები აცნობიერებდნენ, რომ ბრექსიტის შემდეგ, ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც დამდგარიყო დღის წესრიგში.

„ბიბისი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე განსაკუთრებით რეალური იყო იმ რეგიონებისთვის, სადაც პოპულისტური გავლენები მომძლავრდა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საფრთხეები უფრო რეალური გახდა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის წარმოება დაიწყო, ხოლო უნგრეთისა და ავსტრიის ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკოსები გააქტიურდნენ, რომლებიც ევროკავშირის მიმართ კრიტიკულ განწყობას არასდროს მალავდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი მარტინ სელმაიერი მიიჩნევს, რომ „ბრექსიტიევროკავშირის ეგზისტენციალური კრიზისია“.

„ვფიქრობ, ამ დროისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ შეინარჩუნოს ერთობა და ერთმანეთს თვალებში უცქირონ. ეს მომენტი კარგად უნდა გამოიყენონ არა ევროკავშირის დასუსტებისთვის, არამედ რაღაც ახლის დასაწყებად, ახალი ევროპული პროექტის დასაწყებად“, – ამბობს სელმაიერი.

 

3. „ბრექსიტი ნიშნავს ბრექსიტს“, მაგრამ რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის?

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის რანგში ტერეზა მეის პირველი გამოსვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რაც მოისმინა, ნამდვილად არ მოეწონა.

ჰამონდის თქმით, ტერეზა მეიმ საჯარო გამოსვლის მომზადებამდე მას რჩევა არ ჰკითხა, შესაბამისად, არ იცოდა, რას მოისმენდა პრემიერისგან.

„ვუსმენდი გამოსვლას და თან ვცდილობდი, სახე „გამესწორებინა“, რადგან ვიცოდი, ტელეკამერები მიყურებდა“, – განაცხადა ჰამონდმა.

მან გაიხსენა ტერეზა მეის სიტყვები, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობდა – „ბრექსიტინიშნავს ბრექსიტს და ჩვენ ამით მივაღწევთ წარმატებას. ბრიტანეთში ევროკავშირის კანონების მოქმედება დასრულდება“ .

ჰამონდმა ასევე აღნიშნა, რომ მეის ფრაზა „ბრექსიტი ნიშნავს ბრექსიტს“, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე გამაღიზიანებელი იყო.

მისივე თქმით, ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ ბრექსიტის დაანონსებამდე, ამ საკითხზე მთავრობაში რეალური დებატები არ გამართულა.

 

width=818

 

4. პოლიტიკის პირველი წესი – უნდა შეგეძლოს, წინასწარ გათვალო

ტერეზა მეის გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი გევინ ბარუელი აცხადებს, რომ ტერეზა მეის იმედი ჰქონდა, უფრო მარტივად შეძლებდა რეფერენდუმის შედეგების აღსრულებას, თუმცა პროცესმა აჩვენა, რომ საქმე არც ისე ადვილად ყოფილა. მისი თქმით, ტერეზა მეიმ არჩევნები იმიტომ დანიშნა, რომ იცოდა, პარლამენტში საქმე უკვე ისედაც რთულად იყო.

„ბიბისის“ სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ტერეზა მეიმ წინასწარ ვერ გათვალა, რამდენი მხარდამჭერი ეყოლებოდა არჩევნების დროს. შედეგად, 2017 წლის არჩევნებში მმართველმა პარტიამ თემთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა.

სტატიის ავტორს აქვე მაგალითად მოჰყავს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ პოლიტიკის პირველი წესია, წინასწარ გათვალო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკური ლიდერები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათ პოლიტიკას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, ვიდრე შეეწინააღმდეგება.

 

5. საათი ყოველთვის წიკწიკებდა

„ბრიტანელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ბრექსიტის მოლაპარაკებებს ძალიან მარტივ და სწრაფ პროცესად განიხილავდნენ, რაც ძალიან მაოცებდა. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის თარიღად 2019 წლის მარტი დაასახელა, სწორედ ამიტომ ვაფრთხილებდი მუდმივად, რომ საათი წიკწიკებდა და ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ“, – განაცხადა „ბიბისისთან“ ინტერვიუში მიშელ ბარნიემბრექსიტის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს ხშირად უმეორებდა, რომ შეთანხმების მისაღწევად მხოლოდ ორი წელი იყო დარჩენილი.

სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ ბრიტანეთის წარმომადგენლები  ბარნიეს როლსა და შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ, შესაბამისად, მის გაფრთხილებასაც არ ექცეოდა დიდი ყურადღება, რეალურად კი, ბარნიე აწარმოებდა მთავარ მოლაპარაკებებს მარტინ სელმაიერთან ერთად, რომელსაც ბრიუსელში მეტსახელად „მონსტრიც“ შეარქვეს. სწორედ სელმაიერი წყვეტდა, რას უნდა დათანხმებოდა ევროკავშირი მოლაპარაკებების დროს და რას – არა.

width=826

 

6. ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა იყო ცარიელი მუქარა

როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიტანეთის მთავრობაში კარგად აცნობიერებდნენ, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვება ბრიტანეთის ეკონომიკაში რყევებს გამოიწვევდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მუქარა, რომ ევროგაერთიანება შესაძლოა, შეთანხმების გარეშე დაეტოვებინათ, ხშირად ისმოდა.

ბრექსიტის საკითხებში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დევიდ დევისმაბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერეზა მეის ისე ეშინოდა ქვეყანაში ბიზნესის დასუსტების, ბრექსიტის დეპარტამენტს ბიზნესმენებისთვის გაფრთხილების წერილების დაგზავნა აუკრძალა. ამ წერილებში ბიზნესმენებს აფრთხილებდნენ, რომ ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ იმისთვისაც, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი, შესაძლოა, შეთანხმების გარეშე დაეტოვებინა.

როგორც „ბიბისის“ სტატიაშია აღნიშნული, ბრექსიტის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ დაადასტურა, რომ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს ტერეზა მეის შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების საფრთხეზე არასდროს უსაუბრია.  ამავე საკითხზე, სტატიაში მოყვანილია სელმაიერის სიტყვებიც – „არ ვფიქრობ, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვება რეალობად ყოფილიყო აღქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც პასუხისმგებლიანი პოზიცია ჰქონდათ. ეს სამომავლო ურთიერთობებს გაანადგურებდა, რაც არც ევროკავშირის და არც ბრიტანული მხარის ინტერესში არ შედიოდა“.

„ბიბისის“ ანალიტიკოსი სელმაიერს ჩაეკითხა, ფიქრობდა თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავდა ევროკავშირის დატოვებას შეთანხმების გარეშე, რაზეც სელმაიერმა უპასუხა, რომ დანამდვილებით იცოდა, ეს საკითხი არ განიხილებოდა.

 

7. ირლანდიასთან საზღვრის საკითხი

როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიუსელი ერთადერთი არ არის, ვინც ბრექსიტს საფრთხედ მიიჩნევს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრექსიტზე საუბრის დროს ერთ-ერთი პრობლემა ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საზღვარია. როგორც „ბიბისი“ წერს, ყველა თანხმდება, რომ თუ მოლაპარაკებები მშვიდობიანად ჩაივლის და შეთანხმება მიღწეული იქნება, მაშინ სასაზღვრო კონტროლი არ უნდა ამოქმედდეს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ევროკავშირის სურვილი, დაიცვას თავისი ბაზრები, ეს კი იმას გულისხმობს, რომ გარკვეული კატეგორიის პროდუქცია საზღვრის გადაკვეთის დროს უნდა შემოწმდეს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის კანონმდებლობასა და რეგულაციებს რომ ემორჩილებოდეს, მაშინ სასაზღვრო კონტროლის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. ამ ვითარებაში კი, ირლანდია და ევროკავშირი ითხოვენ გარანტიებს, რომ როგორი სავაჭრო შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის არ უნდა იყოს სასაზღვრო კონტროლი.

width=827

8. ევროკავშირი ყოველთვის ოცნებობდა, რომ დიდი ბრიტანეთი აზრს შეიცვლიდა

„ბიბისის“ ანალიტიკურ სტატიაში მოყვანილია დონალდ ტუსკის სიტყვები, სადაც ის ხუმრობით ამბობს, რომ ბრექსიტი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. „ვინ იცის? შეიძლება იფიქროთ, რომ მეოცნებე ვარ, მაგრამ ერთდერთი არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს“.

ტუსკის ამ განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, ბრექსიტის გაუქმების შეთავაზებას ევროკავშირის ყველა ლიდერი არ დაეთანხმა, მეტიც, მათ განაცხადეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ დიდი ბრიტანეთი რაც შეიძლება მალე დატოვებდა ევროკავშირს. 


9. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვერაფერზე შეთანხმდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე საიმონ კოვნიბიბისისთან“ საუბრობს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე, რატომ ვერ მოხდა ბრექსიტზეშეთანხმება.

მისი თქმით, ამაში დამნაშავეა როგორც ლეიბორისტული, ისე კონსერვატიული პარტია.

როგორც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრმა ჯულიან სმიტმა აღნიშნა, თავად ბევრს ეცადა, თემთა პალატასთან შეთანხმებისთვის მიეღწია, თუმცა არ გამოვიდა.

„ვფიქრობ, ბრექსიტის მომხრე ზოგიერთმა პოლიტიკოსმა აზრი შეიცვალა. მათთვის სამი წლის წინ რომ გეკითხათ, პრემიერ-მინისტრის გეგმას უდაოდ მხარს დაუჭერდნენ, თუმცა გავიდა დრო და როდესაც ამ გეგმის უკან დაინახეს ბევრი საფრთხე, გააანალიზეს სხვადასხვა ასპექტში, მოუნდათ, რომ ყველაფერი ერთ დღეში შესრულებულიყო“, – განაცხადა. 


10. ყველაფერი იყო ერთი დიდი გაუგებრობა

„გერმანიისთვის ევროკავშირი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბაზარი, ევროკავშირი გერმანიის ბედისწერაა“, – განაცხადა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ფრანს ტიმერმანმა, ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ფრანს ტიმერმანი ფიქრობენ, რომ ბრიტანელ პოლიტიკოსებს არ ესმით იდეალიზმი და ევროპული პროექტის ისტორიის მნიშვნელობა. მისი თქმით, კონტინენტური ევროპის წარმომადგენლები ევროკავშირს ისე არ აღიქვამენ, როგორც ამას დიდი ბრიტანეთი აკეთებს, მისთვის ევროკავშირი მხოლოდ ევროპულ ბაზარს ნიშნავს და მეტს არაფერს.


1 TV

თეგები:
ბრექსიტი



კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....


მსგავსი სიახლეები

up