ბიას მორიგ რეგიონალურ შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს

ბიას მორიგ რეგიონალურ შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს

access_time2019-04-15 15:59:21

17 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "რადისონ ბლუ ბათუმში", B Talks-ის ფარგლებში, ბიას მორიგი შეხვედრა - “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები” გაიმართება. B Talks ბათუმი  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით იმართება და მას აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.


შეხვედრაზე განხილული იქნება ინვესტიციების მოზიდვის და ახალი  ბაზრების ათვისების გზები, ბიზნესის უფლებების დაცვა, ტურიზმის განვითარება რეგიონში და ბიზნესისთვის აქტუალური სხვა საკითხები. ბიას წარმომადგენლები სტუმრებს აჭარის რეგიონის შემაჯამებელ სტატისტიკას წარუდგენენ და რეგიონალური ბიზნესის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.


შეხვედრის ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები - აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დაესწრებიან. ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოწვეული სტუმრებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ პასუხი.


B Talks-ის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე მეხუთედ იმართება. შეხვედრების მიზანია საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ქართულ კომპანიებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ბიამ უკვე ორი შეხვედრა გამართა თბილისში, სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც 200-მდე ქართული კომპანიის კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. რაც შეეხება რეგიონალურ ბიზნესს, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებს 300-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.


თეგები:
ბია



ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...

HUB Georgia გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

HUB Georgia  გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“
access_time2020-02-26 14:30:44
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“. გიორგი გახარიას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე  „კომერსანტთან“ პასუხობს. „პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის...

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება
access_time2020-02-26 13:30:55
2019 წლის ბოლოს „Marriott International“–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რომლის თანახმადაც,2022 წელს ქალაქ ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება. პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ა, ხოლო სასტუმროს დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up