„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

access_time2019-10-17 18:04:07

„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მენი ბენიში (რომლის შვილობილი კომპანიაც არის „ბი ემ ჯი ჯორჯია“) 16 ოქტომბერს მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც პროგრეს ბანკის ისტორიას შეეხებოდა განცხადებას ავრცელებს. მენი ბენიშის თქმით, მისი იურისტები უკვე მუშაობენ და უახლოეს მომავალში წარადგნენენ სარჩელს მთავარი არხის წინააღმდეგ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.


მენი ბენიში მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს „გამაოგნებელს და ცილისმწამებლურს“ უწოდებს. მისი თქმით, „ბი ემ ჯი ჰოლდინგი“ დომინიკის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც დეკლარირებულია ისრაელის საგადასახადო დეპარტამენტში და იხდის ისრაელის კანონმდებლობით დაწესებულ ყველა გადასახადს. მენი ბენიშის განცხადებით, მისი კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი თენგიზ წულაია, კომპანიის საბანკო ანგარიშები კი გახსნილია ქართულ ბანკში, რომელიც წარსულში ეს იყო „პროგრეს ბანკი“, ახლა კი „თიბისი ბანკი“.


„მსგავსი ცილისწამება მიმართულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ, პირდაპირ აზიანებს საქართველოს ბიზნესგარემოს“, - წერს წერილში კომპანიის დამფუძნებელი მენი ბენიში და დასძენს, რომ მას და მის პარტნიორებს საქართველოში ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია აქვთ ჩადებული და თითოეული მათგანი კანონის სრული დაცვით არის შესრულებული.


„მთავარ არხმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის თანახმად, „პროგრეს ბანკში“ აუდიტორული შემოწმება უცხოელმა ექსპერტებმა 2016 წელს ჩაატარეს. შემოწმების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბანკის ათობით გადარიცხვა ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. მათ შორის მედიასაშუალება მიუთითებს, რომ არის „ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ მიერ გაკეთებული გადარიცხვაც, რომელსაც საქართველოში „ბი ემ ჯი ჯორჯია“ ეკუთვნის.



ტელეკომპანიის ინფორმაციით, „პროგრეს ბანკში“ 22% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 78% კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის უკანაც რუსეთში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ილია გავრილოვი იდგა. „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, 9-წლიანი არსებობის განმავლობაში ბანკმა 8 წელი წაგებით დაასრულა და ჯამში 5 მილიონ ოთხასი ათასი ლარი იზარალა. 2013 წელს კახა კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ილია გავრილოვი იდგა. ამავე დროს ბანკის 22%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.მამუკა ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წლის 18 ოქტომბერს გაუუქმა.


„კომერსანტი“




ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up