BGEO რუსთავის აზოტის და რომან ფიფიას სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

BGEO რუსთავის აზოტის და რომან ფიფიას სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

access_time2019-04-08 18:15:01

BGEO რუსთავის აზოტის და რომან ფიფიას სარჩელს კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნევს.


საქართველოს ბანკის მფლობელი მსხვილ დავას 2018 წლის წლიურ ანგარიშში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.


კომპანიის ცნობით, 2018 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს ბანკი ჩართული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოებაში, East-West United Bank S.A.-სთან, Agrochim S.A-სთან და Systema Holding Limited – თან ერთად (მოსარჩელეები).


საქმე ეხებოდა რუსთავის აზოტის დაუფარავ სესხს და მისი აღების სანაცვლოდ გირაოთი ჩადებული უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე არამატერიალური აქტივების აუქციონის გზით გადაცემას.


მოსარჩელეები რუსთავის აზოტის ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნებას და 93.6 მლნ დოლარის კომპენსაციას ითხოვენ.



ამის სანაცვლოდ BGEO-ს არანაირი ქმედებები არ განუხორციელებია, რადგან მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ნაკლებ სავარაუდოა რაიმე ზიანის მიმტანი იყოს ეს სარჩეილი.


ამავე პერიოდისთვისვე, BGEO რომან ფიფიასფან ერთად (მოსარჩელე) ჩართული იყო დავაში, რომელიც ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში (კომერციული სასამართლო) მიმდინარეობს, სადაც ფიფია ამტკიცებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჯგუფს გააჩნია ვალდებულება მოსარჩელის წინაშე რუსთავის აზოტის ქარხნის დაკარგვასთან დაკავშირებით, რომელიც მას ეკუთვნოდა.


ბანკმა შპს რუსთავის აზოტის და მისი დედა კომპანიის მიერ გირაოს სახით ჩადებული უზრუნველყოფის რეალიზაცია გადაუხდელობის გამო 2016 წელს დაიწყო.


2018 წლის დეკემბერში შესული შესწორებული სადავო მოთხოვნის საფუძველზე, ფიფია 286.5 მლნ დოლარის კომპენსაციას ითხოვს, რასაც ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს BOGG.


მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედებებისაგან ან საჩივრისგან არანაირი მატერიალური უარყოფითი გავლენა ჯგუფის და BOGG-ის ფინანსური მდგომარეობის ან სამომავლო ოპერაციების შედეგებზე არ იქნება.

GBC.GE






საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს
access_time2021-12-01 11:00:07
საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს დაღუპულა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით იმდენივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა სიკვდილიანობა განახევრებულია - საქართველოში ორივე 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით კოვიდით 109%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა.   2020 წელს მსოფლიოში კოვიდით 84 მლნ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up