„BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა“ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს

„BGEO-მ ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა გამოიყენა“ - რომან ფიფია სასამართლო დავას აგრძელებს

access_time2021-04-22 17:15:51

„დავა არ დასრულებულა, ის მიმართავს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას რათა გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა.“, - ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“  რომან ფიფიას წარმომადგენელმა მიაწოდა. საქმე ეხება  ინგლისის სასამართლოში BGEO PLC ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს საქართველოს ბანკის ჯგუფის განცხადებით BGEO GROUP სასრაგებლოდ დასრულდა. ფიფიას წარმომადგენლის ინფორმაციით, „BGEO Group Limited“ გამოიყენა ფინანსური ზეწოლა, რომელიც მოსარჩელისგან იურიდიული ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვადა. როგორც მედიაჰოლდინგმა გაარკვია საუბარია დაახლოებით 10 მილიონ ფუნტზე, რომლის გადახდაც მოსარჩელ მხარემ ვერ შეძლო.

 

„2021 წლის 19 აპრილს, ინგლისის და უელსის უმაღლეს სასამართლოში გაიმართა სასამართლო პროცესი რომან ფიფია (ბ-ნი ფიფია, მოსარჩელე) BGEO Group Limited (ყოფილი BGEO GROUP PLC) (BGEO, მოპასუხე) წინააღმდეგ.

 

მოპასუხემ გამოიყენა ფინანსური ზეწოლის ტაქტიკა და მოსარჩელისგან მოითხოვა იურიდიული ხარჯების ანაზღაურებისათვის, ყოველ ზღვარს გადასული და გაუმართლებლად მაღალი დამატებითი უზრუნველყოფის გადახდა. ეს მოთხოვნა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს, რომ სასამართლოში არ შემდგარიყო საქმის შინაარსობრივი განხილვა. სამწუხაროდ, სასამართლომ დააკისრა მოსარჩელეს დამატებითი უზრუნველყოფის თანხის გადახდა და მოსარჩელემ, მიცემულ მოკლე ვადაში ვერ უზრუნველყო ამ ბრძანების შესრულება და სარჩელი არსებითი განხილვის გარეშე იქნა უარყოფილი. სასამართლოს არ უმსჯელია  ფიფიას მიერ BGEO წინააღმდეგ წაყენებულ არცერთ ბრალდებაზე და საქმის წარმოება შეწყვიტა მხოლოდ დამატებითი უზრუნველყოფის არ გადახდის გამო.

 

ფიფია არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და აპირებს მის გაასაჩივრებას. ბ-ნი ფიფია მიიჩნევს რომ დავა არ დასრულებულა და ის მიმართავს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას რათა გააგრძელოს თავისი უფლებების დაცვა.

 


ფიფია თვლის, რომ შპს „რუსთავი აზოტ“-თან მიმართებაში BGEO- ს გარკვეულმა  ქმედებებმა მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ბატონი ფიფიას მიერ მოთხოვნილი თანხა მინიმუმ 393 მილიონი აშშ დოლარია“, - განმარტავს ბიზნესმენის წარმომადგენელი.

 

შეგახსენებთ, რომ რომან ფიფიასა და “საქართველოს ბანკის ჯგუფს” რუსთავის აზოტთან დაკავშირებული სასამართლო დავა BGEO Group Limited-ის სასარგებლოდ დასრულდა, - გადაწყვეტილება ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ უკვე გამოიტანა.

 

როგორც საქართველოს ბანკის ჯგუფის განცხადებაშია მითითებული მოსარჩელე რომან ფიფია ზიანის ანაზღაურებისთვის მოპასუხე მხარისგან, BGEO Group Limited–გან $286 499 892,00 ითხოვდა.

 

ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოს მიერ სარჩელის უარყოფა გულისხმობს რუსთავის აზოტის აქტივებზე აღსრულებასთან დაკავშირებით სს საქართველოს ბანკისა და მისი ჯგუფის წევრი კომპანიების წინააღმდეგ წარსულში არსებული ყველა სასამართლო პროცესის დასრულებას, - ნათქვამია განცხადებაში.

 

იქვე მითითებულია, რომ East West United Bank S.A, Agrochim S.A. და Sistema Holding Limited-ის დაწყებული კიდევ ერთი დავა საქართველოს ბანკის, BGEO ჯგუფის და სხვათა წინააღმდეგ, რომლის ფარგლებში ზიანის ანაზღაურებისთვის მოთხოვილი იყო $93.6 მლნ მოპასუხეთა სასარგებლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 29 დეკემბერს დასრულდა - სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის განაჩენი და განმცხადებლების სარჩელები სრულად გააუქმა.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up