Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი. მან Tesla–სა და SpaceX–ის დამფუძნებელს ილონ მასკს გაუსწრო, რომელიც ამ პოზიციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg–ის მიერ დაანგარიშებულ „მილიარდერების ინდექსშია“ (Bloomberg Billionaires Index) ნათქვამი.
რეიტინგის თანახმად, ბეზოსის ქონება ამ დროისთვის $191 მლრდ–ს შეადგენს, ხოლო ილონ მასკის – $190 მლრდ–ს. ჯეფ ბეზოსს რეიტინგში პირველი ადგილი 2017 წლიდან 2021 წლის 7 იანვრამდე ეკავა.
უმდიდრესთა შორის მესამე ადგილზეა Microsoft–ის დამფუძნებელი ბილ გეითსი – $137 მლრდ–ით.
GBC.GE