ბევრი „სიმარტივე“ ახასიათებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ექსპორტიორებს ავიწყდებათ დიდი საფრთხე, რომელიც ამ ბაზრიდან მოდის - ექსპერტი

ბევრი „სიმარტივე“ ახასიათებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ექსპორტიორებს ავიწყდებათ დიდი საფრთხე, რომელიც ამ ბაზრიდან მოდის - ექსპერტი

access_time2022-11-12 11:00:47

„ბევრი „სიმარტივე“ ახასიათებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ჩვენ, და პირველ რიგში, ექსპორტიორებს ავიწყდებათ დიდი საფრთხე, რომელიც რუსეთის ბაზრიდან მოდის. ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა“,- ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტმა, გიორგი გუდაბანძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს ევროპაში გასასვლელად, ლოგისტიკური, იგივე ტრანსპორტირების მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ, ეს არგუმენტი რუსეთის ბაზარზე არჩევანის გასაკეთებლად არ გამოდგება, რადგან საქმე ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ საფრთხეებს ეხება.


„ადგილობრივი ბიუროკრატიის მიმართულებით, საბედნიეროდ, მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაში ვართ. პირველ რიგში ის, რომ ბევრი წელია, რაც ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახადისგან. გარდა ამისა, უშუალოდ ექსპორტის პროცედურა საკმაოდ მარტივია და ადგილობრივ მწარმოებლებს ტექნიკური ბარიერების გადალახვა არ უჭირთ. ამ მხრივ, წინააღმდეგობები არ არის, თუ რაიმე რეგულაციებს არ შემოგვახვევენ კონკრეტული მაკონტროლებლები.


თუმცა, სირთულეები არის იგივე ლოგისტიკური მიმართულებით, რომელიც საქართველოში არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ტვირთის ტრანსპორტირება, დასაწყობება, შენახვა, გამარტივდეს. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ ანაკლიის პორტის ჩაშლილი პროექტი, რომელიც საქართველოში ტვირთბრუნვას საკმაოდ გაზრდიდა და შეეძლო საქართველო რეგიონულ ჰაბადაც ექცია.


გარდა ამისა, საჰაერო გადაზიდვების კუთხით გვაქვს საკმაოდ დიდი პრობლემები. იმიტომ, რომ ჩარტერული რეისები საკმაოდ მცირეა და ექსპორტიორებს ძალიან უჭირთ მხოლოდ სამგზავრო თვითმფრინავებით გაგზავნა შორ მანძილზე.



ასევე, როდესაც ლოგისტიკაზე და ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ ძალიან გაზრდილია ფასები. ეს ტენდენცია გრძელდება ბოლო წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია ნავთობის ფასით, რასაც დაემატა მსოფლიო კრიზისი, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებების გათვალისწინებით სულ უფრო იცვლება.


თუმცა, ეს არგუმენტები არის თითიდან გამოწოვილი, რის გამოც შემდეგ რუსეთზე აკეთებენ ისევ არჩევანს. მხოლოდ ამ მიზეზით თუ ვიმსჯელებთ, შორს ვერ წავალთ და ვერც განვითარების პერსპექტივა გვექნება. იმიტომ, რომ კი ბატონო, რუსეთის ბაზარი გამოირჩევა სიმარტივით, რაც პირველ რიგში გულისხმობს ლოგისტიკას, ახლო მანძილია, გადაზიდვა მარტივია, რუსეთის ბაზრის იმპორტიორები, ხშირ შემთხვევაში, წინასწარი გადახდის პრინციპს სთავაზობენ ჩვენს ექსპორტიორებს, რაც რა თქმა უნდა, ამარტივებს სხვადასხვა საოპერაციო საქმიანობას; გარდა ამისა, არ არსებობს საკომუნიკაციო ენის ბარიერი, რადგან დღეს ექსპორტიორების უდიდესი ნაწილი არის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც რუსულად თავისუფლად საუბრობს...


ანუ ბევრი „სიმარტივე“ ახასიათებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ჩვენ და პირველ რიგში, ექსპორტიორებს ავიწყდებათ დიდი საფრთხე, რომელიც რუსეთის ბაზრიდან მოდის, ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა. თუ ეკონომიკურ არასტაბილურობას განვიხილავთ, შეგვიძლია 2006 წლის ემბარგო მოვიყვანოთ მაგალითად, როდესაც უაზროდ, ასე არაფრის გამო, რუსეთმა ფაქტობრივად, კოლაფსის წინაშე დააყენა საქართველოს ეკონომიკა. იმიტომ, რომ ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა.


რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პრინციპში, ამას დიდი განხილვა არც სჭირდება, რუსეთია და ვიცით, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს, შესაბამისად, კრახის წინაშე დააყენოს ჩვენი ქვეყანა.


გარდა ამისა, დღეს, სახეზეა ის, რომ რუსეთი ფაქტობრივად, ჩამოშლის პირასაა, ჩვენ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს, უკრაინის მიმართ აგრესიის ფონზე რაც ხდება, ანუ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ „სტაბილურობას“ რაც ემართება. ამიტომ, ჩვენი პირველი სტრატეგია უნდა იყოს ავითვისოთ განვითარებული ბაზრები და მოვიზიდოთ გრძელვადიანი პარტნიორები. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით სტაბილურად“,- განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.


წყარო: bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up