ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს -  ამერიკის სავაჭრო პალატა

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა

access_time2020-06-01 10:00:05

„ბევრი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის ამერიკული კორპორაციები ჩინეთის ფარგლებს გარეთ გასვლასა და მიწოდების ტრადიცული ჯაჭვის შეცვლაზე ფიქრობენ.საქართველო მზად უნდა იყოს მოიზიდოს სწორედ ისინი,  ვინც ახალ საინტერესო ადგილებს ეძებს ინვესტიციებისთვის,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“აცხადებს ამერიკის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე.  


როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს საქართველოსთან ეკონომიკის დივერსიფიცირების სამომავლო მოლოდინებს გაუსვა ხაზი. „ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე - ეკონომიკის დივერსიფიკაცია,“ - ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში.


რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოსთან ერთობლივად ეკონომიკურ დივერსიფიცირებაზე  აქცენტის გაკეთება? რა სფეროებშია შესაძლებელი ამ კავშირების გაღრმავება? მაიკლ ქაუგილი მიიჩნევს, რომ ტურიზმის უპირველესი დარგია ამ ორი ქვეყნის სამომავლო გეგმების რეალიზებაში, კაპიტალის ბაზრის შექმნასა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით კი, საქართველო აშშ-თან ერთობრივი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა ის უცხოელი ინვესტორებისთვის მეტად საინტერესო გახდეს, იქცეს სატრანსპორტო ჰაბად.  


„საკმაოდ გამამხნევებელი წერილი მივიღეთ პრეზიდენტ ტრამპისგან, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველო კვლავაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია აშშ-სთვის. ის, რაზეც საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის ეკონომიკური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ისტორიული სფეროები, ასევე ახალი შესაძლებლობები, რაც შესაძლოა ბოლოდროინდელი პანდემიის შედეგიც იყოს.


საქართველომ, როგორც აშშ-ს, ასევე მსოფლიოს აჩვენა, რომ ეს ქვეყანა უკლავდება Covid-19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის  საკითხებს. საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს მხარდაჭერით, საქართველო ბევრს მუშაობს ეკონომიკური და ფინანსური ზარალის შესამსუბუქებლად მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის.



სამომავლოდ, ჩვენ ყველა უნდა ვკონცენტრირეთ ეკონომიკის აღდგენაზე და რათა დავაბრუნოთ ის პრე-პანდემიურ მდგომარეობაში, გავაგრძლოთ ზრდა, გავაუმჯობესოთ დასაქმების დონე და შევამციროთ სიღარიბე.  აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველაზე აშკარა სფერო ტურიზმია. საქართველოს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ ის უსაფრთხო ქვეყანაა ვიზიტორებისთვის. რა თქმა უნდა, აშშ-სა და საქართველოს შორის უწყვეტი ფრენა ამაში დიდ როლს შეასრულებდა.


კონცეფცია, რომ საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხო ადგილია, არამედ ბიზნესის კეთებისთვის უსაფრთხო ქვეყანაცაა , ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია. ბიზნესის კეთების სიმარტივეში მეშვიდე ადგილი ძალიან კარგი შედეგია. ჩვენ ამას უნდა დავეყრდნოთ და  სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელოთ, როგორიცა სასამართლო სისტემის რეფორმა და კაპიტალის ბაზრის შექმნა. აშშ-ს შეუძლია გახდეს საკვანძო მოკავშირე ამ მიმართულებით. აშშ-ი უკვე უზრუნველყოფს  სახაზინო დეპარტამენტიდან მრჩევლის გამოგზავნას კაპიტალის ბაზრის შექმნის ინიციატივის მხარდასაჭერად. ასევე, აშშ და სხვა საერთაშორისო პარტნიორები აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან სასამართლო სისტემის კომპეტენციისა და გამჭვირვალობის ასამაღლებლად.


ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ასევე შესაძლებელია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობების გაძლიერება. ამის მსგავსად, საქართველოს შეუძლია გახდეს საკვანძო ქვეყანა მანუფაქტურულ წარმოებაში, გახდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონისთვის“,- განმარტავს ამერიკის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე.


მაიკლ ქაუგილმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს სამომავლო ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორობა იმედისმომცემია და ამის გასაღრმავებად ბევრი ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up