„ბევრი რამ შეგვძელო გამოგვესწორებინა და ჯერაც ვერ შევძელით“ - დავით მირცხულავა „მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს“ რეიტინგზე

„ბევრი რამ შეგვძელო გამოგვესწორებინა და ჯერაც ვერ შევძელით“ - დავით მირცხულავა „მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს“ რეიტინგზე

access_time2017-12-13 13:00:41

საუკეთესო ენერგეტიკული სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო 71-ე ადგილზეა. რეიტინგი, სადაც სულ 125 ქვეყანაა, „მსოფლიო ენერგეტიკულმა საბჭომ“ მოამზადა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველო მკვეთრად ჩამორჩება უშუალო მეზობლებს - აზერბაიჯანი 31 -ე პოზიციაზეა, სომხეთი - 52-ზე, რუსეთი 44-ზე, ხოლო თურქეთი 50-ე ადგილს იკავებს.


სპეციალისტების განცხადებით, ის რომ, საქართველო 125 ქვეყნიდან საკმაოდ დაბალ პოზიციაზეა, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სფერო არც თუ ისე წარმატებული და მდგრადია.


ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რეიტინგში 71-ე ადგილი კომპლექსური პრობლემების მიხედვით გვიკავია.


„ამ რეიტინგში ადგილების განაწილება ხდება ისეთი კრიტერიუმებით, როგორიც არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგიაზე ხელმისაწვდომობა, ქსელის საიმედოობა, გარემოს დაცვა და ა.შ.  ჩვენ დეფიციტური ქვეყანა ვართ, როგორც ელექტროენერგეტიკაში, ასევე ნახშირწყალბადებში. ბუნებრივი აირი, ნავთობი, საწვავი - ყველაფერი იმპორტირებულია. ჩვენი ენერგეტიკა 70%-ით არის დამოკიდებული იმპორტზე. ენერგიას მეზობელი ქვეყნებიდან ვყიდულობთ, ძირითადად, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ სფერო მთლიანად მონოპოლიზირებულია. გარკვეული პრობლემებია ინფრასტრუქტურის საიმედოობის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნავს მირცხულავა.


კითხვაზე, ნიშნავს თუ არა რეიტინგში 71-ე ადგილზე ყოფნას იმას, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა წარმატებული და მდგრადი არ არის, დავით მირცხულავა აცხადებს, რომ სფეროში პრობლემები ნამდვილად არის.



 „ჩვენ რეგიონში ფაქტობრივად, ყველა ქვეყანა გვისწრებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით პრობლემა ნამდვილად გვაქვს. შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. თუმცა ახლა საქართველოს ენერგოსისტემა რეფორმების  ეტაპზეა. დღეს ჩვენს წინაშე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სირთულეებია, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში გვქონია. ახლა ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. აუცილებელია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. არის საფრთხეები, რომ ეს კლიმატი გაუარესდეს. ბევრი გვაქვს სამუშაო მოწოდების დივერსიფიცირებისთვისაც. რეგიონში ყველაზე დაბალ პოზიციაზე რომ ვართ, ეს დასაფიქრებელია. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ რეიტინგში პოზიცია გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნავს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი.


მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეიტინგში პოზიციები გაუმჯობესდეს, აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. „ენერგეტიკული უსაფრთხოების პარამეტრების დაკმაყოფილება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, მაგრამ უფრო კომპლექსური მიდგომა და რეფორმებია საჭირო. ასოცირების ხელშეკრულება გვაძლევს იმის იმპულსებს, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა თვითონაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.  შეუცდომლად უნდა ვიაროთ, რომ წინ წავიწიოთ და განვითარებულ ქვეყნებს გავუტოლდეთ“.


დავით მირცხულავას თქმით, აქამდეც შესაძლებელი იყო გარკვეული პარამეტრების გამოსწორება, თუმცა ვერ მოხერხდა.


„ბევრი რამ შეგვძელო გამოგვესწორებინა და ჯერაც ვერ შევძელით. ჩვენ შეგვძლო ბუნებრივი გაზის  მომწოდებლის დივერსიფიცირება აქამდე მოგვეხდინა, ასევე შეგვეძლო ქსელის განვითარებაზე ზრუნვა უფრო ადრე დაგვეწყო. თუმცა რამდენიმე წელია ქსელის განვითარება დაიწყო, რაც შიდა ელექტრული სისტემის საიმედოობის და უსაფრთხოების გაზრდის იმედს იძლევა. გაზის სექტორშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, მათ შორის, მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია. ჩვენ ბუნებრივ გაზის მხოლოდ ერთი მიმწოდებელი გვყავს და ეს არის „სოკარი“. უახლოეს მომავალში სფეროში რაც პრობლემებია, აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნავს მირცხულავა.


„მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს“ ინდექსი ითვალისწინებს ქვეყნების მიერ ენერგოსისტემის უზრუნველყოფას 3 კრიტერიუმით: „ენერგეტიკული უსაფრთხოება“ (მონაცემში გათვალისწინებულია ენერგიის ადგილობრივი და უცხოური წყაროები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საიმედოობა და მომწოდებლების შესაძლებლობა დააკმაყოფილონ არსებული და სამომავლო მოთხოვნა), „ენერგიაზე ხელმისაწვდომობა“ (უნივერსალური და ფინანსური ხელმისაწვდომობა) და გარემოსდაცვითი მდგრადობა“ (მონაცემი აჩვენებს რამდენად კარგად მართავს ქვეყანა კომპრომისებს).


პირველ კომპონენტში საქართველო 75-ე ადგილზეა, მეორეში 79-ე პოზიციას იკავებს, გარემოსდაცვით მიმართულებაში კი, 125 ქვეყანას შორის 54-ეა.


რეიტინგის ლიდერია დანია, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო ენერგეტიკული სისტემა აქვს. სამეულში შედიან შვედეთი და შვეიცარია.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up