„ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე,  არამედ არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა“

„ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე, არამედ არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა“

access_time2020-11-10 16:30:00

„ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე, არამედ, არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა“, - ამის შესახებ “აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი კოვიდით გამოწვეული რეგულაციები და ის კრიზისია, რომლის გამოც, ბიზნესი სამომავლოდ ვეღარ იგეგმება.

„უნდა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, თუნდაც რას აპირებს მთავრობა 2021-ში. პირდაპირ გეუბნებით, მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. მე არ ჩავთვლი იმ „პიარ“ შეხვედრებს, როდესაც ამბობენ, ოჯახებს 200-ლარიანი შეღავათები დაურიგდებათო. რა თქმა უნდა, სოციალური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკაში თუ ინვესტიცია არ ჩაიდო და ქვეყანა ეკონომიკურ რესტრატზე არ დადგა, არც ის 200 ლარი (რომელიც ჩვენი დამატებითი ვალდებულებების ხარჯზე გაიცემა), რეალობას ვერ შეცვლის.

არ მინდა დავამძიმო სურათი, მაგრამ ჩვენ რეალურად პრობლემის წინაშე ვართ. ვერ ვგეგმავთ მომავლი წლის ბიუჯეტს. 1500-ზე მეტი თანაშრომელი გვყავს და ახლა უკვე ნოემბერში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (რომელსაც როგორც ვუყურებ, საკმაოდ დამძიმდება), მოგვიწევს ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ბიზნესი ცხოვრობს თვიდან თვემდე, ეს ნიშნავს, რომ იქ ეკონომიკაში ვერც ინვესტიცია და ვერც განვითარება ვერ მოხდება. ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე, არამედ, არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა. დღესვე არიან თანხმა, რომ რაღაც ფორმაზე შევთანხმდეთ და მომავლი წლის განმავლობაში გავიდნენ, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავენ. კოვიდი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანა გეგმავს როგორ უნდა მართოს ეკონომიკა. ჩვენ ქვეყანაში კოვიდის დროს ვიგეგმავთ თუ როგორ უნდა მოვკლათ ეკონომიკა. უტრირებას ვახდენ, მაგრამ რეალობაში ასე აისახება“,-განაცხადა კახა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რომ ობიექტების ნაწილის დახურვა და თანამშრომლების გაშვება მოხდეს.


„თუ 1-წლიან გეგმას არ ვდებ, საბანკო რესურსზე წვდომაც არ მაქვს. იმიტომ, რომ არცერთი ბანკი არ მოგცემს სესხს, თუ არ ეუბნები, როგორ აპირებ მინიმუმ ერთი წელი ცხოვრებას, როგორც ხარჯვით ნაწილში, ისე შემოსავლებში. ამიტომ, გამოდის, რომ ვერ ვიგეგმები ანუ, 2 კვირის მერე, დეკემებში რომ შევხვდეთ, შეიძლება, გითხრათ, რომ მოგვიწია ობიექტების 30%-ის დახურვა, ან რაღაც ნაწილი თანამშროლების გაშვება. იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი წვდომა მომავალ ერთწლიან პროგონოზზე არ გვაქვს, იმიტომ, რომ ქვეყანასაც არ აქვს. და, თუ ქვეყანას აქვს, ჩვენთან არ არის კომუნიკაცია“,-განაცხადა კახა ხაზარაძემ.


BPN.GE 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up