„ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო გვაქვს ჩვენი რესტორნებით, ვიდრე სუპერმარკეტის ზედახორა - ამაზე დიდი შერჩევითობა არ არსებობს“

„ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო გვაქვს ჩვენი რესტორნებით, ვიდრე სუპერმარკეტის ზედახორა - ამაზე დიდი შერჩევითობა არ არსებობს“

access_time2021-02-04 11:00:11

„სამინისტროში ბოლო შეხვედრაზე  აგვიფრიალეს ფურცელი, სადაც ჩამოწერილი იყო ის ქვეყნები, სადაც რესტორნები დაკეტილია, მაგრამ მეორე ფურცელი უნდა ყოფილიყო ლოგიკურად, რომელიც გეუბნებოდა, რომელ ქვეყანაშ რა პროცენტით დასუბსიდირდა ეს სფერო. ეს ფურცელი არ მოჰყვა ამ ჩამონათვალს,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორან „შავი ლომის“ მეპატრონემ, რესტორატორმა მერიკო გუბელაძემ ისაუბრა.


როგორც ცნობილია, რესტორნები მთავრობასთან მრავალჯერადი დიალოგის შემდეგ 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას გეგმავენ. რა შედეგი მოჰყვება მსგავს გადაწყვეტილებას და რამ გამოიწვია მსგავსი რადიკალური ნაბიჯი სფეროსგან, ამის შესახებ რესტორატორი მერიკო გუბელაძე გვიყვება, რომ დიალოგი, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო საუბრობს, რეალურად არ არსებობს, და მათი მხრდიან მხოლოდ ფაქტის წინაშე დაყენება ხდება.



„თურნავა ამბობს, რომ აქტიური დიალოგი ჰქონდა რესტორნებთან და მისთვის თითქოს გაუგებარია ჩვენ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. დიალოგში თუ იგულისხმება ის, რომ სფეროს წარმომადგენლებს პერიოდულად გვიბარებდნენ და გვხვდებოდნენ, მაშინ კი.


 გერმანიაში სფეროს სუბსიდირება 67 პროცენტია, სადღაც 80, სადღაც კი - 90 პროცენტი. შემდეგ იყო ამირან გამყრელიძის დემაგოგიური საუბარი იმაზე, თუ როგორ ააფეთქეს ზაფხულში რესტორნებმა ეს ეპიდემია და 300 კაციანმა ქორწილმა რა შედეგები მოგვცა. ადამიანს ისიც არ ესმის, რომ თბილისში 300 კაციანი ქორწილები არ იმართება, ძირითადად არის ბუტიკური რესტორნები. ეს ადამიანები ამ სფეროში არ ერკვევიან, არ გვითანხმებენ და არ გვეკითხებიან. ისიც არ იციან, რომ ლოქდაუნის შემდეგ, როცა გავიხსნენით ისე გვქონდა გადანაწილებული სტუმრები, რომ არანაირი საფრთხე არ ყოფილა. ბევრად უფრო უსაფრთხო ვართ ჩვენი რესტორნებით, ვიდრე სუპერმარკეტის ზედახორა. ამაზე დიდი შერჩევითობა არ არსებობს. ბანკებთან მთავრობამ შუამდგომლობა არ გაგვიწია, ბანკი გვთხოვს გადასახადს. საიდან უნდა მოვიტანოთ საბანკო ვალდებულების გადასახადი. ყველა ჩემს თანამშრომელს აქვს საბანკო ვალდებულება და დარჩნენ 200 ლარის ამარა. რაში მჭირდება მე სახელმწიფო, თუ არა დღეს .. იმედი მაქვს არაფერში დამჭირდება მომავალში. ჩვენი სახელმწიფო კი გველაპარაკება მაღლიდან და გვეუბნება რომ დიალოგი გვაქვს და თუ ჭკუით არ იქნებით, ეს დიალოგიც არ გვექნება. ეს დაცინვაა, რომ გვეუბნება თურნავა, რომ დიალოგი აქვთ ჩვენთან. გვაყუებენ ან თავს იტყუებენ. ჩვენ ვართ გაკოტრების, გაღარიბების, შიმშილობის პირას. ალოგიკურობის პიკია, რაც ჩვენ გვჭირს,“ - განმარტავს მერიკო გუბელაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up