„ბევრად ამბიციური გეგმები გვქონდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ რამის აღდგენის წელი იქნება” - „ყავის ლაბორატორიამ“ ახალი ფილიალების გახსნა შეაჩერა

„ბევრად ამბიციური გეგმები გვქონდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ რამის აღდგენის წელი იქნება” - „ყავის ლაბორატორიამ“ ახალი ფილიალების გახსნა შეაჩერა

access_time2021-03-15 13:30:39

 გიორგი აივაზიანმა ყაზბეგის ქუჩაზე ყავის ლაბორატორია Coffe Lab-ი, 2016 წელს დააფუძნა. ზაფხულის სეზონზე პანდემიის მიუხედავად, ღია სივრცის გამო მომხმარებლების ნაკლებობა კაფეს არ უგრძვნია, თუმცა ზამთარში სიტუაცია შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კომპანია ქსელის გაფართოებისთვის ობიექტებს ფალიაშვილის ქუჩასა და აქსის თაუერში არემონტებს, აივაზიანის თქმით ახალი ქსელების გახსნას აზრი არ აქვს.

 

Coffee Lab-ი მეოთხე წელია არსებობს და ორი მიმართულებით ავითარებს ქვეყანაში ყავის ინდუსტრიას - ერთი არის კაფე „ყავის ლაბორატორია“ , ხოლო მეორე მიმართულება ყავის დისტრიბუცია ოფისებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში. როგორც გიორგი აივაზიანი ამბობს, ოფისებისა და რესტორნების დახურვის გამო ყავის დისტრიბუციის მიმართულება დიდ დანაკლისს განიცდის

 

 

„კვების ობიექტების გახსნა კარგი იყო, მაგრამ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გადავრჩეთ ან განვვითარდეთ. საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს. ახლა ერთი ობიექტი გვაქვს და მეორეს , აქსის თაუერშიც დავასრულებთ მაისის ბოლოს, მაგრამ ახლა ვფიქრობ საერთოდ გახსნა ღირს თუ არა. რეგულაციები მაინც რჩება და იმდენად ცოტა ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, რომ ეს საკმარის შემოსავალს ვერ აგენერირებს იმისთვის, რომ იმუშავო. 50 ადგილიდან მხოლოდ 20 ადამიანს განათავსებ. მთელი ზამთარი არსებული ფილიალის გარე სივრცე რა თქმა უნდა ვერაფერში გამოვიყენეთ.



ქსელის გაფართოებას ვაპირებდით და ბევრად ამბიციური გეგმები გვქონდა, მაგრამ მიღწევები ბუნებრივია არ გვაქვს. არ მაქვს მოლოდინი, რომ რამის აღდგენის წელი იქნება და ვერ ვარ ობტიმისტურად განწყობილი. 2022 წელს იმედია ყველაფერი დალაგდება. ახლა ლოქდაუნის გამო რემონტი გაიწელა, მაღაზიები დაკეტილი იყო და შესაბამისად მასალები ფიზიკურად ონლაინ რეჟიმში ვერ შევარჩიეთ. რომც დავასრულოთ რემონტი, არანაირად არ გავხსნი ობიექტს კომენდანტის საათის პირობებში. გამოდის, რომ 7 ზე უნდა დავიხუროთ, რომ თანამშრომლებმა სახლებში მიასწრონ. ტურიზმის არ არსებობაც რა თქმა უნდა აფერხებს ამ პროცესს,“ - ამბობს „ყავის ლაბორატორიის“ დამფუძნებელი.




კომპანია უკვე ოთხი წელია როგორც კომერციულ ინდუსტრიულ ყავას, ასევე ლიმიტირებული ტიპის სპეციფიურ მარცვლებს ამუშავებს, რომელიც უფრო ძვირადღირებულია და მსოფლიოს ყავის მოსავლის 3-4 პროცენტს შეადგენს.

 

Coffee Lab-ის გაფართოების და ახალი ობიექტების გახსნის საინვესტიციო მოცულობა 150 ათასი დოლარია. 



„რაც შეეხება ყავის დისტრიბუციის პროცესს, ესეც გაჩერებულია. ბევრი ოფისი ჯერ კიდევ არ გახსნილა. რესტორნების რაღაც რაოდენობა საბოლოოდ დაიხურა, მაგრამ რაღაც ნაწილი ვფიქრობ გააქტიურდება. ჩვენი პარტნიორების დიდი ნაწილი არის ისეთ ადგილებში, რომელიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული. სანამ ტურიზმი არ აღდგება, რამეზე საუბარი ზედმეტია.



მე ვარ პარტნიორი „ჯივინოში“, რომელიც ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარეობს. ზაფხულში ეს ობიექტი  2 თვით გავხსენით, თუმცა ზარალით ვატარეთ კომპანია და მერე ისევ დავხურეთ. შეზღუდვებიც რომ მოიხსნას, იმდენად არ დადის ადგილობრივი ამ ქუჩებში, რომ აზრი არ აქვს რამის ამუშავებას.  ზოგ ობიექტს მეიჯარეებთანაც პრობლემები ჰქონდა. „ჯივინოს“ მსგავსი კომპანიები არც აპირებენ გახსნას და შესაბამისად დისტრიბუციის ნაწილიც განულებულია,“ - განმარტავს გიორგი აივაზიანი.

 


ერეკლე მეორის მოედანზე, სადაც ძველ თბილისს მორგებული 15-ამდე სხვადასხვა ბარი თუ რესტორანი მუშაობდა, დღეს სამამდე ბარია დარჩენილი. ერთ-ერთია ნატურალური ღვინის ბარი „ჯი.ვინო“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up