„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრი ადამიანი თვალდახუჭული შემოიყვანეს პარტიაში, მერე გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, სად ყოფილან“ - რომან კაკულია გიორგი ქობულიას გამოსვლას აფასებს

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრი ადამიანი თვალდახუჭული შემოიყვანეს პარტიაში, მერე გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, სად ყოფილან“ - რომან კაკულია გიორგი ქობულიას გამოსვლას აფასებს

access_time2019-05-15 17:30:54


 „თუ გიორგი ქობულიამ იგულისხმა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული და განსხვავებული როლი ამ ქვეყნის განვითარებაში, ეს არის მოცემულობა და ამის კლასიკურ წიგნებში ამოკითხვა არ სჭირდება. მე ბევრ ადამიანს ვუყურებ, რომელიც პოლიტიკიდან მიდის და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი თვალდახუჭული შემოიყვანეს პარტიაში, მერე გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, სად ყოფილან. ქართული ოცნება რომ გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის მართვის გუნდი არ იყო, ეს ჩემთვის თავიდანვე გასაგები იყო და მივიღე ეს. ვინც მოდის გუნდში თავიდანვე თუ გაიაზრებს ამას, კარგი იქნება,“ - ასე შეაფასა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადება არაფორმალურ მმართველობაზე.



დეპუტატებთან შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ განაცხადა: „არაფორმალური თამაშის წესებზე მე მქონდა ძალიან ღია მოლაპარაკება, სანამ მინისტრის თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა. რაღაც გამონაკლისები მოხდა, სამწუხაროდ.“ 


რომან კაკულიამ “კომერსანტთან“ საუბარში ასევე შეაფასა გიორგი ქობულიას მიერ დასახელებული მიზეზები ეკონომიკის განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურებში არაკვალიფიციურ კადრებს ასახელებს. 



რომან კაკულია მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაცია ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, თუმცა მათ გარდა შეფერხებების ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი არსებობს ქართულ ეკონომიკაში.


„არაკვალიფიციური კადრების არსებობა ეკონომიკაში მთავარი რამდენად არის ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ-ერთი შემაფერხებელი ნამდვილად არის და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ძალიან დიდი დატვირთვა მოდის სახელმწიფო სამსახურებში საშუალო რგოლზე, ეს ადამიანები კვალიფიკაციას იმაღლებენ და მერე კერძო სექტორში მიდიან. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად მენეჯმენტის თემა, ბევრი საკითხი ვერ წყდება ჩვენთან მართვის არაეფექტურობის გამო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ისეთი აღმოჩენა გააკეთა, რაზეც ჩვენ ინფორმირებულები არ ვართ.


ადამიანი, რომელიც მოდის ხედავს გარკვეულ ნაკლოვანებებს, ამაში ცუდია არაფერია. ჩემი აზრით, ის კონსტრუქციული ადამიანია და მე მივესალმები კრიტიკულ აზრს, ამ თემებში პრობლემები ალბათ არის. რა და როგორ უნდა იყოს ეს მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარია როგორ მივაღწევთ ამ შედეგებს. მე დადებითად ვაფასებ მის გამოსვლას, თუ ეს არ იყო პოლიტიზირებული,“  - განაცხადა რომან კაკულიამ.




მარიამ მორგოშია






არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up