ბეთანიის ზამთრის სათხილამურო კურორტი წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი

ბეთანიის ზამთრის სათხილამურო კურორტი წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი

access_time2019-09-27 11:00:55

„თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით, ბეთანიაში 30 ათას კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სათხილამურო ტრასა და ინფრასტრუქტურა მოეწყო“- ეს ინფორმაცია 2012 წელს გავრცელდა თუმცა, ზამთრის სათხილამურო კურორტმა არსებობა 2 წელი შეძლო. ამის პარალელურად პროექტის მმართველი კომპანიის „რანდევუ ბეთანიას“ ხელმძღვანელი თამაზ ბასილია  წლებია კურორტის გასხვისებას უშედეგოდ ცდილობს.

 

„ბეთანიაში 2 წელია საერთოდ თოვლი არ მოსულა და რა უნდა მოვუხერხო  სათხილამურო კურორტს არ ვიცი,  ხელოვნური თოვლი ძვირი ჯდება. თუ მოვიდა თოვლი გავხსნი ისევ. გზა ახლახან გააკეთეს, 3 წელი საერთოდ ბეთანიამდე მისასვლელი გზა არ იყო, რაც დიდი პრობლემებს გვიქმნიდა. პარალელურად ვყიდი და ველოდები ინვესტორს“,- განმარტავს თამაზ ბასილია.

 

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი კურორტის განვითარებას სჭირდება დრო და მარკეტინგზე მუდმივი მუშაობა .


 

„ვფიქრობ, რომ სწორი მარკეტინგით და პროდუქტის სწორად განვითარების  პირობებში ნებისმიერი ადგილი, მითუმეტეს საქართველოში შეიძლება კარგად შეფუთო და მიაწოდო მომხმარებელს, ჩემი აზრით, ბეთანიის შემთხვევაში მერიის მხრიდან ხელშეწყობა იყო მაგრამ კერძო ინვესტორი ნიშნავს იმას, რომ შენი ბიზნესია და შენ უნდა განავითარო. არ არის ის, რომ ერთ დღეს წითელ ლენტს გაჭრი და ყველაფერი მშვენივრად იმუშავებს თუ შემდგომში რეალურად არანაირი ძალისხმევა არ იქნება ჩადებული პროექტში. ვისაც შორს არ შეუძლია წასვლა წყნეთი, ბეთანია, კოჯორი ეს ადგილების ზაფხულის განმავლობაში დატვირთულია და ადამიანები აგარაკებზე ისვენებენ, თუ ასეთი ტიპის რეკრეაციული ზონა იქნებოდა აქედან შემოსავლების მიღება და ვიზიტორების გენერირება იქნება მარტივი. ბეთანია კარგი კურორტი იქნებოდა იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ცოტა ხნით არიან ჩამოსულები და შორ მანძილზე ვერ მიდიან თუმცა, რატომღაც არავის გვახსენდება  ბეთანიაში  დასასვენებლად ასვლა“ განმარტავს თამაზ ბასილია.



ბაჩო ადამია 






თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up