Best Western–ის წარმომადგენელი: დამოუკიდებელი სასტუმრო რუსული რულეტია – საერთაშორისო ქსელთან მიერთების უპირატესობები.

Best Western–ის წარმომადგენელი: დამოუკიდებელი სასტუმრო რუსული რულეტია – საერთაშორისო ქსელთან მიერთების უპირატესობები.

access_time2016-06-01 15:55:58

დამოუკიდებელი სასტუმროების ქსელურ ბრენდთან მიერთების უპირატესობებზე Hotelier.PRO-სთან ინტერვიუში ქეთი მიქაშავიძემ ისაუბრა, რომელიც საქართველოში Best Western Hotels & Resorts ქსელის წარმომადგენელია. 


–  გვიამბეთ, რა არის Best Western-ი, რით განსხვავდება ეს ბრენდი სხვა ქსელური ისტორიებისაგან? 


– Best Western–ი სასტუმროების უმსხვილესი ქსელია, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტი ქვეყნის 4 ათას სასტუმროზე მეტს. ასეთი დიდი პორტფელი პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ Best Western სასტუმროების მიერთების თვალსაზრისით საკმაოდ მოქნილი ბრენდია. 


თუ ისეთი მსხვილი ქსელები, როგორიცაა Marriott, Hilton, კატეგორიულად განიხილავენ მხოლოდ უზარმაზარ სასტუმროებს, 100 და მეტ ნომრიანებს, Best Western, პრინციპში ბაზრის მიხედვით, განიხილავს უფრო პატარებს, მე ვიტყოდი რაღაც თვალსაზრისით საოჯახო სასტუმროებსაც. 


ანუ Best Western-ის სასტუმროს მფლობელი არ არის აუცილებელი იყოს უძრავი ქონების პორტფელის მქონე მსხვილი ინვესტორი. ეს შეიძლება იყოს პატარა სასტუმრო, რომელიც კარგად მუშაობს ბაზარზე, აქვს მისაღები ინფრასტრუქტურა და შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი. 


მაგალითად, საქართველოში ბრენდთან მისაერთებლად განვიხილავთ დაახლოებით 70-ნომრიან სასტუმროებს, რაც დამეთანხმებით, არც ისე ბევრია დიდი ქსელების მოთხოვნებთან შედარებით. 


Best Western-ის მოხერხებულობამდგომარეობს იმაში, რომ ის მხოლოდ ფრანჩაიზული ბრენდია. ჩვენ არ ვიღებთ ჩვენ თავზე მართვას, პირიქით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მფლობელი. შესაბამისად, Best Western პარტნიორებად განიხილავს სასტუმროს გამოცდილ  მფლობელებს, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ სასტუმროს მართვა. 


ეს პირველ რიგში ცხოვრებას უადვილებს სასტუმროების მფლობელებს. ვმუშაობ რა ქართულ ბაზარზე, მე ცხადად ვხედავ, რაშია  Best Western-ის უპირატესობა. იცის რა, თუ რა არის ხარისხიანი ოპერაციული მართვა და აქვს თავისი შენობის სახურავზე ბრენდი Best Western, სასტუმრო ფაქტიურად ხდება გაყიდვების საერთაშორისო სისტემის ნაწილი, იღებს სასტუმროების საერთაშორისო ქსელის ყველა უპირატესობას, მაგრამ, ამავე დროს, ამ სასტუმროს ყოველდღიური ოპერატიული მართვა მფლობელების ხელშია, რაც გვაძლევს მნიშვნელოვან ეკონომიას დიდ ბრენდებთან შედარებით.  


არსებობს კიდევ ბევრი სხვა საინტერესო განსხვავებული ნიუანსი, მაგალითად,  Best Western-ის მომსახურების ფასები. თუ შევადარებთ ბრენდ Best Western-ით სარგებლობის საფასურს, სხვა ფრანჩაიზინგულ ბრენდებს, როგორც იტყვიან,  „ცა და დედამიწაა“. მათ შორის დიდი განსხვავებაა.


მოდით გავისაუბროთ  ბრენდ Best Western-ის შესახებ ცოდნის შესაძენად. რა განსხვავებაა მათ შორის, რა ტიპის სასტუმროებს რომელი ბრენდების იმედი შეიძლება ჰქონდეთ. 


– თუ ადრე ჩვენ გვქონდა მხოლოდ სამი ბრენდი, აი უკვე ერთი წელია რაც გვაქვს შვიდი ბრენდი, და ამიტომ შეგვიძლია შევუთავსდეთ და შევითავსოთ ნებისმიერი სასტუმრო, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. 

 

ჩვენი ძირითადი ბრენდი Best Western ფაქტიურად არის 3 ვარსკვლავი, რაც შეესაბამება საშუალო დონეს. აქ საკმაოდ რბილი სტანდარტებია, საკმარისი იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ სტუმრის მოლოდინი, რომელიც ელის კარგ, ხარისხიან სასტუმროს მისაღები ფასებით.  

 

ხარისხის დონით შემდეგია Best Western Plus, 4 ვარსკვლავი: ცოტა მეტი სერვისი, ოდნავ დიდი ნომრები, უკეთესი ინფრასტრუქტურა, ცოტა მეტი დიზაინი. 


Best Western Premier კლასიკური ხუთვარსკვლავიანი ბრენდია, უმაღლესი ბაზარი, რომელიც განიხილავს მხოლოდ რეგიონში საუკეთესო სასტუმროებს. 

 

ეს არის ჩვენი თავდაპირველი სამი ბრენდი, რომლებიც დამკვიდრდნენ ბაზარზე. მათ ყველა ბრწყინვალედ იცნობს, როგორც ამბობენ ჟანრის კლასიკაა. 


ამას გარდა, წელს ჩვენ დაგვემატა ბრენდი Best Western Plus Executive Residency, ეს ფაქტიურად აპარტ-ოტელია. შესაბამისად სასტუმროებს, რომლებიც ასე პოზიციონირებენ ბაზარზე, უფლება აქვთ მიუერთდნენ ამ ქსელს.  

 

არსებობს კიდევ სრულიად არაჩვეულებრივი ბრენდი Vīb, რომელიც ეს-ესაა შემოდის ბაზარზე. ჩვენ სულ რაღაც ერთი თვის წინ მოვაწერეთ ხელი პირველ ევროპულ პროექტს ბათუმში Vib ბრენდის ქვეშ გაერთიანებულს, რომელიც გაიხსნება უკვე წლის ბოლოს. ეს თანამედროვე ბრენდია, რომელიც გათვლილია მილენიუმის მოგზაურებისათვის. ეს ძალიან საინტერესო სეგმენტია სასტუმროთა ბაზარზე, ბუნებრივია, ჩვენ არ შეგვეძლო ასეთი სტუმრები ყურადღების გარეშე დაგვეტოვებინა, ამიტომ შევქმენით სუპერტექნოლოგიური, სუპერთანამედროვე, სუპერდახვეწილი ბრენდი და მე მოუთმენლად ველი მის გახსნას ბათუმში. 


ეს ბრენდი განიხილება მხოლოდ დიდ ქალაქებში, სუპერცენტრალურ ლოკაციებში, ეს არის ერთგვარი ქალაქის გული, შეკრებების, ღონისძიებების, შეხვედრების ადგილი. ფაქტიურად ეს არის სასტუმრო, რომელიც გათვლილია როგორც ქალაქის სტუმრებზე, ასევე მის მაცხოვრებლებზე. 

 

ჩვენთან ასევე არსებობს ბრენდი Best Western Premier Collection, ის მუშაობს არა მარტო დამოუკიდებელ სასტუმროებზე, არამედ სხვა საერთაშორისო ქსელებში მყოფ სასტუმროებზეც. არის რა სასტუმრო ამ ბრენდის ნაწილი, იგი ფაქტიურად იღებს დამატებით არხს გაყიდვებისათვის. ანუ სტუმარს რომელიც შედის  Best Western-ის საიტზე, შეუძლია მისი საშუალებით დაჯავშნოს სასტუმრო, რომელიც მაგალითად, ეკუთვნის Marriott-ს.  მაგრამ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საუკეთესო სასტუმროები, luxury.

 

არსებობს კიდევ ერთი ბრენდი GLō, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ბაზარზე არ არის გათვლილი, ის ვითარდება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.


– რომელი ბრენდები შეესაბამება მსხვილ ქალაქებს და რომელი მცირე ქალაქებს, იქნებ ყველაფერი ეს დამოკიდებულია მხოლოდ სტუმართა კონკრეტულ ნაკადზე?


– ამას უნდა შევხედოთ კონკრეტული ქალაქის ჭრილში. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მილიონიან ქალაქებზე, რომელიღაც პრაიმ-ლოკაციაზე, მაშინ პრინციპში შეგვიძლია განვიხილოთ ბრენდი Vīb, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პატარა ქალაქებზე, მაშინ უნდა ვიცოდეთ რა პროფილის სტუმრები ჩამოდიან იქ, როგორი იქნება სტუმართა მოლოდინი. 


მე არ გამოვრიცხავ, რომ სადღაც რეგიონში შეიძლება გაიხსნას ბუტიკ-სასტუმრო, რომელიც შეესაბამება Best Western Premier-ის სტანდარტებს. მაგრამ უნდა ვნახოთ, საკმარისი იქნება თუ არა მოთხოვნილება ასეთ სასტუმროზე. პატარა ქალაქებში მე დიდი სიფრთხილით განვიხილავდი ამ ბრენდის მომგებიანობას. 



ბრენდი, რომელიც ცალსახად მოთხოვნადია რეგიონებში არის Best Western-ი, რომელიც სწორედ საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და სწორედ რომელიც რუსეთში დღეს არ არის საერთაშორისო სერვისის დონეზე. 


ახლა დაიწყო Ibis, Park Inn-ის აქტიური განვითარება, მაგრამ ეს მსხვილი ბრენდებია, რომლის მოპოვება პატარა სასტუმროს მფლობელისთვის არც ისე მარტივია., ამიტომ მცირე ოტელიერებისათვის ღირსეული ალტერნატივა სწორედ Best Western-ია.


– რა უნდა გააკეთოს სასტუმრომ აუცილებლად, რომ მიუერთდეს  სისტემა Best Western-ს? როგორ უნდა მიხვდეს ოტელიერი, რომ  ასეთი გამოსავალი მას შეესაბამება? 

 

– ქსელის ყოველი ბრენდისათვის არსებობს ცალკე სტანდარტების ნაკრები. სტანდარტები მკაფიო და გასაგებია. ნებისმიერი სასტუმრო, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ყოფნის პრეტენზია აქვს, უნდა შეესაბამებოდეს მათ. 


ისეთი სტანდარტები, როგორიცაა მაგალითად, ტელეფონების არსებობა ნომრებში, მუშაობისათვის, დასვენებისათვის, საწოლში საკითხავად საკმარისი განათება. ფაქტიურად ყველა ეს სტანდარტი მიმართულია სტუმრისათვის საკმარისი დონის სერვისისა და კომფორტის შექმნაზე, რათა გამართლდეს მისი მოლოდინი საერთაშორისო ქსელის სასტუმროზე. 


სტანდარტები საკმარისად დიდი  სახელმძღვანელოებია, სადაც ჩამოწერილია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ეხება ე.წ. front of the house-ს, ანუ სასტუმროს წინა ნაწილს, რომელსაც ხედავს სტუმარი. ნომრები, კვების ობიექტები, სტუმართა დერეფნები, კიბის უჯრედები, ლიფტები, ყველაფერი უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული და მუშა მდგომარეობაში. ფაქტიურად, ამაშია  Best Western-ის სტანდარტების ძირითადი პრინციპი. 


კიდევ ერთი თავისებურება არის ის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით, მაგალითად ქართულ ბაზარზე, სასტუმროს შენობაში სივრცეებს, რომლებიც ამ სასტუმროს ნაწილს არ წარმოადგენს. მაგალითად ფიტნესცენტრი, რომელიც გაქირავებულია და იმართება მესამე მხარის მიერ, ან მაღაზია. 

 

ყოველწლიური აუდიტისას ეს სივრცეები ასევე მოწმდება. ანუ ნებისმიერი სივრცე, სადაც სტუმარი შეიძლება მოხვდეს სასტუმროს შენობის შიგნით, იქნება ეს ავტოფარეხი, ან მესამე მხარის მიერ დაქირავებული ფიტნესცენტრი, ან მაღაზია - ყოველი მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის მოთხოვნას, რომელსაც გვიყენებს Best Western.


– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სასტუმროები, რომლებსაც სურთ Best Western სისტემაში ჩართვა, ამაღლებენ თავიანთ სტანდარტს, ან მინიმუმ ინარჩუნებენ მას საჭირო დონეზე. და ეს სტანდარტები, პრინციპში, თავის მხრივ ზრდის სასტუმროს გაყიდვადობას? 


– დიახ, ამიტომაც ვამბობ, რომ Best Western-ის სტანდარტები საკმარისად ბუნებრივია. ხარისხიანი სასტუმროები  როგორც წესი აკმაყოფილებენ Best Western-ის მოთხოვნებს. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ კარგ სასტუმროებს, რომლებიც განიხილავდნენ ქსელთან მიერთების შესაძლებლობას უკვე მისი გახსნის შემდეგ, არც ისე ბევრი რამის შეცვლა უწევდათ იმისათვის, რომ დაეკმაყოფილებინათ  Best Western-ის მოთხოვნები  ინფრასტრუქტურის, შევსების და ა.შ. თვალსაზრისით. 


ბუნებრივია, Best Western-ს აქვს გარკვეული მოთხოვნები დაჯავშნის სისტემასთან, PMS-თან, და ეს გარკვეული დანახარჯებია მფლობელისათვის, თუ მიერთების მომენტში მას ჯერ კიდევ არ აქვს ასეთი სისტემა. მაგრამ ეს დამატებითი ინვესტიციები გამართლებულია გაყიდვების ნაკადის ზრდით, რომელსაც იწვევს საერთაშორისო ქსელთან მიერთება. 


– თუ სასტუმრომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და მიუერთდა BestWestern-ის ქსელს, რა შეიცვლება მისთვის სტუმართა ნაკადის, რაოდენობის ხარისხის თვალსაზრისით? რითი ეხმარება Best Western, რა შესაძლებლობები უჩნდება სასტუმროს? 


– სასტუმრო პირველ რიგში იღებს საერთაშორისო სახელის გამოყენების უფლებას. თუ მოსკოვში დამოუკიდებელი სასტუმროები ასე თუ ისე შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს და სტუმრის მოლოდინებს, სამწუხაროდ უმრავლეს რეგიონში სტუმარმა უბრალოდ არ იცის, რას უნდა ელოდოს სასტუმროსაგან. 


როდესაც სტუმარი ირჩევს ორ სასტუმროს შორის ერთერთს, თუნდაც ერთნაირი კატეგორიის საფასურის მქონეთაგან, ერთ-ერთ მათგანს პირობითად ერქვას „გვირილა“, ხოლო მეორეს „გვირილა“  BestWestern“ , ბუნებრივია, ის ირჩევს იმ საერთაშორისო სახელს, სერვისის ხარისხსა და ინფრასტრუქტურას, რომელიც მან იცის. ხოლო სასტუმრო სახელის გარეშე ფაქტიურად რუსული რულეტია.  


ამგვარად, ქსელთან მიერთების შემდეგ იზრდება სტუმართა ნაკადი. ჩვენი რეგიონის შემთხვევაში ეს პირველ რიგში საერთაშორისო გაყიდვებია; ინდივიდუალური და კორპორატიული. გაყიდვების მთელი გუნდი მუშაობს ჩვენ რეგიონზე, რათა დადონ კორპორატიული კონტრაქტები, ამიტომ თუ ჩვენ რეგიონში რაიმე ხდება ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ BestWestern-ის გაყიდვების განყოფილება მუშაობს ამ ღონისძიებაზე კორპორატიული შეკვეთების მიღებაზე. 

თუ შევადარებთ მეზობელ დამოუკიდებელ სასტუმროს ჩვენსას, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ ინფრასტრუქტურის დონე და სერვისის ხარისხი ერთნაირი გვაქვს, ბრენდის მიმართ  სტუმრის ლოიალობის გამო მფლობელს პრინციპში შეუძლია ელოდოს უფრო მაღალ ADR-ს და შესაბამისად უფრო მაღალ მოგებას იგივე სერვისისათვის, რაც მეზობელ უბრენდო სასტუმროს გააჩნია. 


ამგვარად, ქსელთან მიერთება დაკავშირებულია გაყიდვების ზრდასთან, ნომრების ფასის ზრდასთან და შევსების ზრდასთან. 


– როგორი შესაძლებლობები უჩნდება რეგიონულ სასტუმროს, რომელიც  Best Western-თანაა მიერთებული, ნომრების დაჯავშნასთან დაკავშირებით? იცვლება რაიმე ОТА -სთან მის მუშაობაში? 


–  Best Western-ს  გააჩნია  კორპორატიული კონტრაქტი დაჯავშნის მსხვილ სისტემებთან. თუ თქვენ, როგორც ინდივიდუალური სასტუმრო მუშაობთ მათი პირობებით, მაშინ ხართ რა  Best Western-ის ნაწილი, ეს პირობები თქვენთვის უფრო მომგებიანი ხდება. ამიტომ Best Western-თან მიერთებისას თქვენ არ კარგავთ ОТА -ს გაყიდვების არხს, ამავე დროს იძენთ საშუალებას იმუშაოთ მათთან უფრო მომგებიანი პირობებეით. 


– საიდუმლო არ არის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში პერსონალის მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელია. არც ისე ბევრ ოტელიერს შეუძლია ასწავლოს თავის თანამშრომლებს საერთაშორისო დონეზე. იღებს თუ არა ოტელიერი ამ მხრივ რაიმე უპირატესობას  Best Western-ის სისტემასთან მიერთებით? და ბოლოს, ხდება თუ არა სასტუმრო უფრო მიმზიდველი სამუშაოს მაძიებელი მაღალი კლასის მქონე პერსონალისათვის? 


–  დავიწყებ მეორე კითხვით. რა თქმა უნდა, ხართ რა პოტენციური თანამშრომელი, სად ამჯობინებდით მუშაობას და რა ჩანაწერს ისურვებდით საკუთარ რეზიუმეში, „მე ვმუშაობდი სასტუმრო „გვირილაში““, თუ „მე ვმუშაობდი Best Western-ის სასტუმროში“, თუნდაც რეგიონში?  


ბუნებრივია რეზიუმეში საერთაშორისო სასტუმროში მუშაობის გამოცდილების ქონა  დიდი პლიუსია თანამშრომლისათვის. ამიტომ ამ შემთხვევაში სასტუმროს მფლობელმა შეიძლება გათვლა გააკეთოს უფრო კვალიფიციური კადრების მიღებაზე.  


ხოლო რაც შეეხება პირველ კითხვას, დიახ, BestWestern-ს აქვს ტრენინგების მთელი სისტემა, ეს პირველ რიგში საწყისი ტრენინგებია გახსნის წინ, მთელი გუნდისათვის ბრენდის შესასწავლად და დამატებით - გაყიდვები, revenue management და ა.შ. არსებობს ტრენინგების გრაფიკი, რომელშიც მუდმივად ერთვებიან თანამშრომლები სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტიდან. 


რაც შეეხება ტრენინგებს GM-თვის, ამისათვის Best Western-ის უნივერსიტეტში გამოყოფილია ცალკე სექცია. სასტუმროს ჩვენ ქსელთან მიერთებისას მასში სწავლა სავალდებულოა. ეს კეთდება იმისათვის, რომ გენერალური მენეჯერებს შესაძლებლობა ჰქონდეთ გაეცნონ Best Western Hotels & Resorts-ის კორპორატიულ კულტურასა და დანერგონ ჩვენი საერთაშორისო სტანდარტები სასტუმროს ადგილმდებარეობის მიუხედავად. 


– შეიძლება თუ არა Best Western-მა გაგვიწიოს რაიმე დახმარება გუნდის აყვანის ეტაპზე? ან კონსულტაციური, ან ტრენინგული? 


–  ტრენინგული ცალსახად, მაგრამ ეს მოხდება გახსნასთან ახლო დროში. რაც შეეხება კონსულტაციურ დახმარებას შერჩევის ეტაპზე და შემდგომ ეტაპებზეც, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვმართავთ, ჩვენ ვიძლევით რჩევებს..


თუ სასტუმროს ხელმძღვანელს ან GM-ს რაღაც მომენტში ჭირდება პროფესიული დახმარება: რა ფასები დაადოს დღეს, ან როგორ გადაჭრას პრობლემური სტუმრის საკითხი, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა მეგობრული კონსულტაციებისთვის.  გამოცდილი ოტელიერები, რომლებსაც არაერთი წელია აქვთ ჩვენი ბრენდი, დაადასტურებენ ამას, ჩვენ ყველა მფლობელთან ვამყარებთ ძალზე მეგობრულ ურთიერთობებს, მათ ყოველთვის შეუძლიათ გათვლა გააკეთონ ჩვენს დახმარებაზე. 


ამიტომ ჩვენ ოფიციალურად არ ვმონაწილეობთ გუნდის შერჩევაში, არაოფიციალურად რა თქმა უნდა, სიამოვნებით, რჩევასაც მივცემთ და გავცემთ რაღაც რეფერენსს გარკვეულ კანდიდატებზე. 


– განვითარების თვალსაზრისით Best Western მხოლოდ მზა ისტორიებში ერთვება, თუ არის საშუალება მომზადების დროს, სასტუმროს მშენებლობისას ჩართვისა? 


–  Best Western-ს აქვს ორი მიდგომა. პირველი: თავის ქსელისათვის უკვე არსებული სასტუმროს მიერთება და მაშინ მოთხოვნები ძალიან მკაცრია, სანამ სასტუმრო არ გაივლის ხარისხის შემოწმებას, მანამ მას არ აქვს უფლება რეკლამა გაუკეთოს თავისთავს, როგორც  Best Western-მა. 


მეორე ვარიანტი: ყველასათვის ძალზე ადვილი. ქსელში ჩართვა მშენებლობის მომენტიდან. როდესაც კორპორატიული გუნდი ერთვება დაგეგმვასა და დიზაინში, ოტელიერი თავიდანვე იღებს ყველა სტანდარტს და შეუძლია თავისი სასტუმრო დაგეგმოს მათ შესაბამისად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მართლაც, ოტელიერი რაც უფრო ადრე მიიღებს ამ სტანდარტებს, მით უფრო ადვილი იქნება მშენებლობის გაგრძელება.  


არსებობს გარკვეული პირობები შენობის გათბობასა და კონდიცირებისათვის, და თუ ისინი არ სრულდება, იკარგება საკმაოდ მაღალი ქულა, იქამდეც კი, რომ სასტუმრომ შეიძლება ვერ გაიაროს ხარისხის შემოწმება. ამიტომ, ოტელიერს რაც უფრო ადრე ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი გათბობისა და კონდიცირების სისტემა უნდა ჰქონდეს ნაგებობაში,  მით უფრო მარტივად მიიღებს ბრენდს. 


უფრო მაღალი ბრენდებისთვის, როგორიცაა  Best Western Premier და Vīb, კორპორატიული ოფისი დიზაინ-პროექტის შექმნის საკითხშიც კი ერთვება. 


– რაც შეეხება პირობით ინვესტორს, რომელსაც სურს ჩაერთოს სასტუმროს მშენებლობაში, რომელ ეტაპზე უნდა მიმართოს Best Western-ს? 


–  როგორც წესი, მოქმედებს პრინციპი, რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ბაზრის გარკვეული აღქმა, და თუ ლაპარაკია ნაკვეთის არჩევაზე, ჩვენ შეგვიძლია ინვესტორს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები. თუმცა პრინციპში არსებობს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც მფლობელი მოგვმართავს დაგეგმვის მომენტში, ან უშუალოდ მშენებლობისას. 


მფლობელიც დაინტერესებულია მიიღოს ჩვენი თანხმობა რაც შეიძლება ადრე, ბანკებთან მუშაობის თვალსაზრისით. ბრენდის ქონა უკვე სერიოზული პლუსია, ბევრი ბანკი, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, უფრო დიდი სიამოვნებით მიდის Best Western ბრენდის მქონე პროექტებზე, ვიდრე დამოუკიდებლებზე. 

 

– ყველა ბრენდს გააჩნია გარკვეული მოთხოვნები სასტუმროების მოწყობასთან, მოსაპირკეთებალ მასალებთან, ავეჯთან, სანტექნიკასთან და ა.შ.  საიდუმლო არ არის, რომ რუსეთში ნაციონალური ვალუტის დევალვაციის გამო მნიშვნელოვნად გაძვირდა იმპორტული საქონელი. მიიღებს თუ არა სასტუმრო  Best Western ბრენდში ჩართვის შემდეგ რაიმე პრეფერენციას საზღვარგარეთული მოწყობილობის, ავეჯის, სახმარი მასალებისა და ა.შ. შეძენისას?  


– სხვა ბრენდებთან შედარებით, რომლებიც აყენებენ საკმაოდ ხისტ მოთხოვნებს კონკრეტული მოწყობილობების სპეციფიკაციებზე და მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ დამტკიცებულ ბრენდებთან, Best Western-ის პოლიტიკა ამ საკითხში ძალზე მოქნილია. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. როგორი ლოგოტიპი იქნება კონკრეტულ მოწყობილობაზე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.  


თუ იქნება ხარისხიანი მოწყობილობა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვუყენებთ კონკრეტულ პროექტს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ბრენდები იქნება ის. ეს ის საკითხია, რომელიც რჩება მფლობელის, გუნდის ხელმძღვანელის განსახილველად. თუ ის თვლის, რომ ადგილობრივი წარმოების ავეჯი აკმაყოფილებს Best Western-ის მოთხოვნებს, ჩვენ ძალზე მშვიდად ვხვდებით ამას. 


– რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, მოითხოვება თუ არა გარკვეული სტანდარტიზაცია, საერთო გლობალურ საინფორმაციო-მმართველობით სისტემაში ჩართვა? 

 

–  დიახ, მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალზე ხისტი მოთხოვნები, ეს პრაქტიკულად ერთადერთი ასპექტია, რომელშიც მოვითხოვთ კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას. ეს აუცილებელია, რომ იყოს სრული კომუნიკაცია გაყიდვების ცენტრალურ ოფისს, დაჯავშნის ცენტრალურ სისტემასა და კონკრეტული სასტუმროს დაჯავშნის სისტემას შორის. 


თუმცა, კვლავ ვიტყვი, რომ ეს ერთი სისტემა არ არის, არამედ დამტკიცებული მომწოდებლების ნაკრებია. მფლობელი თვითონ წყვეტს იმ 6 თუ 7 კომპანიას შორის, რომლებთანაც ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, რომელთან უფრო საინტერესო იქნება მისთვის მუშაობა თავის პროექტზე.


– ეძლევათ თუ არა ოტელიერებს შესაძლებლობა, Best Western-თან მიერთებით, გაცვალონ ინფორმაცია სასტუმროთა ბაზარზე სიტუაციის შესახებ,  იმაზე, თუ რა ხდება კონკრეტულ რეგიონში? 


–  მოცემულ შემთხვევაში ძალზე აქტიურად მუშაობს ცენტრალური ოფისი და ცენტრალური ოფისის revenue management, რომელიც, ბუნებრივია, მთელ ამ ინფორმაციას აგროვებს თავისთან და ანაწილებს მას დანარჩენ რეგიონებში იმისათვის, რომ გაერკვეს ბაზრის სიტუაციაში,  განსაზღვრულ სეზონებზე უფრო უკეთ დააწესოს ფასები, გარკვეული ღონისძიებები,  გაზარდოს შემოსავლები. და როგორც ვთქვი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სხვადასხვა თემებზე ყოველდღიური საკონსულტაციო ურთიერთობებისათვის.  


hotelier.pro




რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up