ბერნარ არნომ ბილ გეითსს გაუსწრო და რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა – Forbes

ბერნარ არნომ ბილ გეითსს გაუსწრო და რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა – Forbes

access_time2020-11-12 15:34:06

ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ქონების მოცულობამ $137 მილიარდს მიაღწია მას შემდეგ, რაც კომპანია LVMH-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა.

მხოლოდ ორშაბათს არნომ თავის ქონებას დამატებით $7 მილიარდი შემატა. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც Pfizer-მა თავისი ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ განაცხადა, ძვირადღირებული და ფუფუნების ნივთების მწარმოებელი კომპანიების აქციები გაიზარდა.

ამგვარად, ევროპის უმდიდრესი ადამიანი სწორედ LVMH-ის ხელმძღვანელია, აღნიშნულ კონგლომერატში შედის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Louis Vitton-ი, Christian Dior-ი და Moet & Chandon-ი.

ბოლო ორ კვირაში ქონების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში არნო ახლა მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე კი ტრადიციულად ჯეფ ბეზოსია $184 მილიარდით. ამ დრომდე ბილ გეითსი იყო მეორე ადგილზე $119 მილიარდით.



forbes.ge




ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის  ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია
access_time2021-02-26 14:59:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.   მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ...

როდესაც წელს -11%-იანი ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ - ზვიად ხორგუაშვილი

როდესაც წელს -11%-იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  ზვიად ხორგუაშვილი
access_time2021-02-26 14:00:08
„იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებული ვიყავით, ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელიც იყო და დიდი ალბათობით ეს ტენდენცია თებერვალშიც გაგრძელდება. შესაძლოა როგორც იანვარში გვაქვს ეს არ იყოს ორნიშნა რიცხვი, მაგრამ კლების ტენდენცია გარდაუვალია – ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იანვარში ეკონომიკის 11%-ით შემცირებას. მისი განცხადებით, როდესაც 2020 წელი  6%-იანი...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
access_time2021-02-26 11:22:05
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.   „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.   მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის...

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია
access_time2021-02-26 11:00:14
„ბუნებრივია, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციებს არავინ ჩადებს, ეს კი სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია კოვიდის გამო,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა. პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ამერიკაში...

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?
access_time2021-02-26 10:00:24
      ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ამავდროულად საზოგადოება, ბიზნესები და სტრუქტურები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისთვის მზადებას იწყებენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად არის მოსახლეობაში შენარჩუნებული ინფორმაციულობა კოვიდ პანდემიის საშიშროებასთან დაკავშირებით და ხომ არ არის საფთხე, რომ ყველასთვის სასიხარულო შემსუბუქების ზომები ახალი ტალღის საწყისად იქცეს. რამდენიმე დღის წინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში...


მსგავსი სიახლეები

up