ბერლინში მიმდინარე, სოფლის მეურნეობის გამოფენაში ქართული კომპანიები მონაწილეობენ

ბერლინში მიმდინარე, სოფლის მეურნეობის გამოფენაში ქართული კომპანიები მონაწილეობენ

access_time2016-01-18 09:29:17

ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა  "მწვანე კვირეული 2016" (Gruene Woche 2016) გაიხსნა. 


გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული სტენდია  წარმოდგენილი, სადაც ქართული კომპანიები საკუთარ პროდუქციას - ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი  -  წარადგენენ. ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ქართული სამზარეულო  ტრადიციული  კერძებით - ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.შ.  


გამოფენის სტუმრებს ქართულ შემოქმედებას და მრავალხმიან ფოლკლორულ სიმღერებს ანსამბლი „შვიდკაცა“ აცნობს.  წელს, Gruene Woche 2016-ზე საკუთარი პროდუქცია წარადგინეს ქართულმა კომპანიებმა:  „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, „კულა“, „ლივო“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“. გამოფენაში  მონაწილეობას იღებენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და  ტურისტული კომპანიებიც. 

 

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა კი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი  ყველაზე მასშტაბური  და  პრესტიჟულია.  წელს,   Gruene Woche 2016-ში  65  ქვეყნის  1600-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 400 000-ს აღემატება და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 


Gruene Woche 2016-ის  ფარგლებში გაიმართება მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრება. სამიტში მონაწილეობას 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიღებს. გამოფენის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამართავს მიღებას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის საშუალება მიეცემათ. 


სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა Gruene Woche 2016 ქ. ბერლინში 14-25 იანვარს იმართება. აღნიშნული გამოფენა 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს გამოფენა  საიუბილეო 90-ე წელს აღნიშნავს.



ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...


მსგავსი სიახლეები

up