ბერლინში მარტიდან დიზელისძრავიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება

ბერლინში მარტიდან დიზელისძრავიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება

access_time2018-10-10 22:00:32

ბერლინის ცენტრალურ ნაწილში დიზელისძრავიანი ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიის სასამართლომ მიიღო. აკრძალვა შეეხება ყველა იმ ავტომობილს, რომელიც „ევრო-6“ სტანდარტის არ იქნება.


ქალაქის ხელისუფლებას აღნიშნული ზომების გატარება გარემოს დაცვის ეგიდით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოუწევს. საუბარია ბერლინის 117 ქუჩაზე, რომელთა საერთო სიგრძე მხოლოდ 15 კილომეტრია.


როგორც ცნობილია, ბერლინის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოს გარემოს დამცველთა ჯგუფმა DUH -მა მიმართა. მათ სურთ, რომ ევრო- 4-ის სტანდარტის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვა 2018 წელს მოხდეს, ევრო-5-ის - 2019 წელს. მათ ეს აკრძალვები მას შემდეგ მოითხოვეს, რაც კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დიოქსიდისა და ნიტროგენის მაღალი შემცველობა ჰაერში არის უმთავრესი მიზეზი რესპირატორული დაავადებებისა.



აღსანიშნავია, რომ დიზელისძრავიანი ავტომობილების ნაწილობრივი აკრძალვა 5 თვის წინ დაწესდა კიდევ ერთ გერმანულ ქალაქ ჰამბურგში, სადაც ასევე ძველი დიზელისძრავიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.


BPN






გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up