ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. იტყობინება Reuters-ი. აქციის მონაწილეების განცხადებით, შეზღუდვები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას ლახავს.
„ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ“, - ამ შეძახილების ფონზე ცეკვავდნენ პროტესტის მონაწილეები. დანარჩენები პლაკატებით მარშირებდნენ და სკანდირებდნენ - „ჩვენ ვხმაურობთ, რადგან თავისუფლებას გვართმევთ“.
აქციაზე შეკრებილთა უმრავლესობას ნიღბები არ ეკეთა. გერმანია ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით კორონავირუსის გამო ნაკლებად დაზარალდა. 200 000-ზე მეტი ინფიცირებული აღირიცხა, დაახლოებით 10 000 კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 193 600.
imedinews