ბერლინში COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია იწყება. BBC-ის ცნობით, ორგანიზატორები აქციაზე 22 000 ადამიანს ელოდებიან, რათა COVID-19–ის გავრცელების კონტროლისთვის დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტონ.
ბერლინში ხელისუფლებამ მსგავი აქტივობა აკრძალა, თუმცა სასამართლომ ორგანიზატორებს COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარების უფლება მისცა.
პროტესტის დღეს უსაფრთხოებას 3000 პოლიციელი დაიცავს. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ აქციას დაშლიან, თუ ისინი წესებს არ დაიცავენ.
Imedinews