ბერლინში აგრარული მიმართულებით უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“ მიმდინარეობს

ბერლინში აგრარული მიმართულებით უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“ მიმდინარეობს

access_time2018-01-22 12:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2018″ (Gruene Woche 2018) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 


როგორც „კომერსანტს“ სამინისტროდან აცნობეს, ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. აღნიშნული გამოფენა უკვე 83 წელია ყოველწლიურად იმართება.

 


წელს, ,,მწვანე კვირეული 2018-ში (Gruene Woche 2017) სხვადასხვა ქვეყნის 1600-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას წარუდგენს მომხმარებელს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 400 000 -ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ბულგარეთი წარმოადგენს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ქართული კომპანიები.

 


წელს, საქართველოს სტენდზე 20-მდე კომპანიის პროდუქცია - ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი, წვენი, ჩაი, თაფლი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელია წარმოდგენილი.

 


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი. ბერლინში გამართულ გამოფენას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლევან დიასამიძე ესწრებოდნენ.

 


გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო Gruene Woche 2018-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობდა.

 


ნოდარ კერესელიძემ შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან, პეტერ ბლეზერთან, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან, ბელორუსიის რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იგორ ბრილოსთან და ბუნდესტაგის დეპუტატთან, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან კარენ შტრელცთან.

 

 

 

 

 

 

 



დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს

დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
 მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. როგორც გახარიამ განაცხადა, სუბსიდირება წლის ბოლომდე გავრცელდება ყველა იმ პირზეც, ვინც  დღეიდან იპოთეკურ სესხს აიღებს.   შეგახენებთ,იპოთეკური სესხების...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...


მსგავსი სიახლეები

up