ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის წარმომადგენლები გერმანელ ჟურნალისტებთან და ტურ-ოპერატორებთან ერთად ქვემო ქართლსა და  კახეთს ესტუმრნენ

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის წარმომადგენლები გერმანელ ჟურნალისტებთან და ტურ-ოპერატორებთან ერთად ქვემო ქართლსა და კახეთს ესტუმრნენ

access_time2022-05-20 15:30:00

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ITB Berlin-ის მმართველ პირებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.


ინფო-ტურის მონაწილეებმა ქვემო ქართლში ბოლნისი და ასურეთი დაათვალიერეს. ესტუმრნენ შვაბების ქუჩას, სადაც გერმანული დასახლება იყო. ტურის მონაწილეები ქვემო ქართლიდან კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ნეკრესი, ალავერდი, ყვარელი და სხვა ტურისტულად ცნობილი ადგილები დაათვალიერეს, გაეცნენ ადგილობრივი ღვინის დამზადების წესებს, დააგემოვნეს ღვინო. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა კულინარიული მასტერკლასი. ტურის დასრულების შემდეგ გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ.



„საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მომეწონა ბუნება, მწვანე მდელოებიდან თოვლით დაფარული მთები მოჩანს, ძალიან მინდა მთებში ვიმოგზაურო, რადგან ახალგაზრდობაში მთამსვლელი ვიყავი. შევამჩნიე, რომ ისეთ დატვირთულ ქალაქში როგორიც თბილისია ხალხი ძალიან მეგობრულია, ყველა ცდილობს დაგეხმაროს. სანამ აქ ჩამოვიდოდი მითხრეს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და მე საქართველოში ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასეა“,-ამბობს გერმანელი ჟურნალისტი მანფრედ რუთნერი.



2023 წელს საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.




ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.



მოეწყო პრეზენტაცია გამოფენის მნიშვნელობის შესახებ. ITB Berlin-ის წარმომადგენლებმა პირველად საზღვარგარეთ, სწორედ საქართველოში გამართეს B2B ფორმატის ღონისძიება, სადაც გერმანელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.


ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up