ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში გაშვება ბერლინში 2020 წლამდე გადაიდო

ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში გაშვება ბერლინში 2020 წლამდე გადაიდო

access_time2019-05-15 23:30:04

ბერლინში აეროპორტ “ბრანდერბურგის” მშენებლობა 13 წელია გრძელდება. პირველადი გეგმის მიხედვით, აეროპორტი ჯერ კიდევ 5 წლის წინ უნდა გახსნილიყო. თუმცა მშენებლები პროექტის დასრულების ვადას ხშირად ცვლიდნენ. ამჯერად მშენებარე აეროპორტის მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ აეროპორტის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.


დღეისათვის “ბერლინ-ბრანდერბურგი” წარმოადგენს უზარმაზარ სამშენებლო მოედანს. ცოტახნის ტერმინალ ერთზე უკან ხანძრის უსაფრთხოების მხრივ გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, რითაც აეროპორტის მშენებლობის დათქმულ ვადაში დასრულება კითხვის ქვეშ დადგა.


გერმანიის ტექნიკური უსაფრთხოების ასოციაცია TUV-მა დაფიქსირებული ხარვეზის ფონზე, ეჭვობს, რომ 2020 წლისთვის აეროპორტის ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლოა ვერ მოხერხდეს. თუმცა მშენებლებს იმედი აქვთ, რომ TUV ინსპექტირებას მალე დაიწყებს და დაფიქსირებული ხარვეზის დროულად აღმოფხვრა მოხერხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში აეროპორტის გახსნის თარიღი ისევ კითხვის ქვეშ დადგება.



“ბერლინ-ბრანდერბურგის” გახსნის შემდეგ, ის დატვირთულობის მხრივ გერმანიაში რიგით მესამე იქნება.პირველ ეტაპზე ის 28 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, ხოლო 2035 წლისთვის კი აეროპორტი 58 მლნ მგზავრს მიიღებს.


ამ დროისათვის, ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF). შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.


დანარჩენი 2 აეროპორტი ქალაქის ფარგლებშია.


avianews.ge






“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის
access_time2019-05-20 15:00:32
გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...


მსგავსი სიახლეები

up