ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის სატესტო რეისებისთვის ემზადება

ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის სატესტო რეისებისთვის ემზადება

access_time2020-04-27 15:05:03

ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის სატესტო რეისებისთვის ემზადება. აეროპორტში, რომელმაც ოპერირება შემოდგომიდან უნდა დაიწყოს, ინფრასქტრუქტურული სამუშაოები თითქმის დასრულებულია. COVID-19-ის ფონზე მსოფლიოში ფრენების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული, ამ ფონზე სატესტო ფრენების განხორციელებისთვის იდეალური პერიოდია.


COVID-19-ის​ პანდემიამდე ცნობილი იყო, რომ ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი 31 ოქტომბერს გაიხსნებოდა.


ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის, ანუ 2020 წლის 8 ნოემბერს ბერლინის ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) დაიხურება.


პირველი თვითმფრინავი ახალ აეროპორტში სწორედ გახსნის დღესვე დაეშვება. როგორც აეროპორტის ხელმძღვანელმა ენგელბერტ ლუტკე დალდრუპმა რამდენიმე თვის უკან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტეგელის აეროპორტი 8 ნოემბრიდან დაიხურება.


”8 ნოემბრიდან აღარ იქნება კომერციული ფრენები ტეგელის აეროპორტიდან”- დასძინა მან. ამასთან, ტეგელის ნაცვლად ავიაკომპანიები ფრენებს Schönefeld-ის ძველი ტერმინალიდან განახორციელებენ, მანამ სანამ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ტერმინალები და ასაფრენი ბილიკები შეიქმნება.


ახალი აეროპორტი გერმანიის დედაქალაქის შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტის მხარეს შენდება და ორივე აეროპორტს ერთი ასაფრენი ზოლი აქვს. რეალურად ახალი აეროპორტი არის მეგა პროექტი, რომელიც წარმოადგენს შენეფელდის მოდერნიზებულ და გაფართოებულ ვარიანტს.


თავდაპირველი გეგმით, ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი 2011 წელს უნდა გახსნილიყო და იმავდროულად უნდა მომხდარიყო ტეგელისა (TXL) და შენეფელდის (SXF) აეროპორტების დახურვა. თუმცა ახალი აეროპორტის ტერმინალში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მხრივ პრობლემები შეიქმნა და აეროპორტის გახსნა გადავადდა.



აეროპორტის გახსნის გაჭიანურების მიზეზი გახდა ისიც, რომ ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გამტარუნარიანობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე ბერლინის სხვა აეროპორტები მგზავრებს ემსახურებოდნენ.


2015 წელს ბუნდესტაგის დეპუტატმა იენეს კეპენმა, ანგელა მერკელის პარტიიდან, წამოაყენა წინადადება, რომ აეროპორტის მშენებლობა თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ.


აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აეროპორტის მშენებლობის ხარჯები თითქმის სამჯერ გაიზარდა და 6,5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ბრანდენბურგის პრემიერ მინისტრი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მას დიდი ნდობა აქვს არსებული მენეჯმენტის მიმართ.


“მენეჯმენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბერლინ-ბრანდერბურგის უსაფრთხო, მდგრადი და მომხმარებელზე გათვლილი სპეციფიკა 2020 წლის ოქტომბრის ბოლოდან”, – აცხადებს დიტმარ ვოიდკე.


აეროპორტის გახსნის თარიღის დაანონსების შემდეგ, ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის პრესსასმსახურმა განმარტა, რომ დამოუკიდებელი აუდიტი TÜV Rheinland-ი ინსპექტირებას 2020 წლის შემოდგომაზე დაასრულებს.


ასევე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ტერმინალ 2-ის მშენებლობისთვის, რომელიც მთლიანად “ლოუკოსტერებზე” იქნება გათვლილი.აეროპორტში განაცხადეს, რომ აეროპორტში უკვე დაიწყო ბარგის სისტემის და სხვა აღჭურვილობის მონტაჟი.


საჰაერო ნავსადგურის გამტარუნარიანობამ 28 მლნ-ს უნდა მიაღწიოს. საგულისხმოა, რომ 2018 წელს ბერლინის აეროპორტები 34.7 მლნ მგზავრს მოემსახურნენ. იმისათვის, რომ არსებულ მგზავრთნაკადის სრულყოფილი მომსახურეობა მოხდეს, აეროპორტ შენეფელდი მუშაობას 2025 წლამდე გააგრძელებს.


აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF).


შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.


avianews.ge


თეგები:
აეროპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up