ბერდია სიჭინავა  - ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა

ბერდია სიჭინავა - ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა

access_time2020-10-26 11:43:07

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ბერდია სიჭინავამ  კოვიდ 19-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.



„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 603 პირი. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინები ამ კუთხით. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. სამწუხაროდ, 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 8 ადამიანი, იმერეთში - 4, ხოლო აჭარაში - 2. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 215 გარდაცვალების შემთხვევა.



დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან თბილისში არის - 913, აჭარაში - 296, იმერეთში - 337, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 54, გურიაში - 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 90, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.




ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 969, აჭარაში - 657; დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტი გვყავს 401, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი - მათ შორის, თბილისში - 71, აჭარაში - 23. 2 249 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 - აჭარაში, ხოლო 775 - თბილისში; 12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს გადის ბინაზე.



საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 769 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 748, აჭარაში-1 937.



სულ, 6-25 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 8 503 პირი.



დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 608 პირი, აჭარაში - 10 910, იმერეთში - 4 105.



ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.








„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up